img1


ერდოღანი - ,,ისრაელის ოფიციალური პირები, რომლებიც გენოციდის მსხვერპლად იყვნენ ცნობილნი, ახლა საკუთარი წინაპრების მკვლელებად გადაიქცნენ“

 ,,ისრაელის ოფიციალური პირები, რომლებიც გენოციდის მსხვერპლად იყვნენ ცნობილნი, ახლა საკუთარი წინაპრების მკვლელებად გადაიქცნენ“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა. მისი თქმით, სახელმწიფო ტერორიზმის წინააღმდეგ თურქეთს გაჩუმება არ შეუძლია. 

 

ერდოღანმა, ასევე, აღნიშნა, რომ ისრაელის მიერ ჩადენილი დანაშაულების მიმართ სხვადასხვა სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოვლენილ გულგრილობას არ დაივიწყებს.