„უნგრეთი არ დაადებს ვეტოს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას, მაგრამ დარწმუნებულია, რომ ამ საკითხზე პოზიტიური გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, რადგან ორგანიზაციის შიგნით მასზე შეთანხმება არ არსებობს“, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა, რადიოსადგურ Kossuth-ის დილის გადაცემაში საუბრისას განაცხადა.
„უნგრეთი ვეტოს არ დაადებს ევროკავშირის მოლაპარაკებებს უკრაინასთან, რადგან ეს უბრალოდ საჭირო არ იქნება,“ - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
მისივე თქმით, „ევროკომისიამ წამოაყენა წინადადება უკრაინის წევრობის თაობაზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ, მაგრამ ეს ბევრი წევრი სახელმწიფოს ინტერესებს არ ემთხვევა“.
2026-06-01
2026-06-01
2026-05-30
2026-05-28
2026-05-28
2026-05-27
2026-05-27
2026-05-26
2026-05-25
2026-05-25