img1


ევროპას თავდაცვითი კავშირი სჭირდება, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა, ბრიუსელში ევროპის თავდაცვის სააგენტოს კონფერენციაზე განაცხადა

ევროპას თავდაცვითი კავშირი სჭირდება, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა, ბრიუსელში ევროპის თავდაცვის სააგენტოს კონფერენციაზე განაცხადა. 

 

„ჩვენი ევროპული კონტინენტი უნდა გავაძლიეროთ, ვაჩვენოთ ძალა და თავდაცვა, ამიტომ ჩვენი ევროპული თავდაცვა უნდა გავაძლიეროთ. უფრო ძლიერი და ბრძოლისუნარიანი ევროპული თავდაცვა პოზიტიურ წვლილს შეიტანს გლობალურ და ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებაში, რომლის საფუძვლადაც NATO რჩება“, - განაცხადა მიშელმა. 

 

მისი თქმით, ევროპული თავდაცვის იდეა ახალი არაა, მაგრამ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებმა და უსაფრთხოების სფეროში სულ უფრო არასტაბილურმა გარემომ მას „ახალი აქტუალურობა“ მისცა.