img1


სკოპიეში იმყოფება აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი და უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი.

ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში ეუთო-ს მინისტერიალი დაიწყო, რომელშიც ორგანიზაციის წევრი ქვეყნების დელეგაციები მონაწილეობენ. სკოპიეში იმყოფება აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი და უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი. ღონისძიებაზე დასასწრებად ჩრდილოეთ მაკედონიაში ჩავიდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი. 

მინისტერიალს ესწრება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი. 

აღსანიშნავია, რომ მინისტერიალს პროტესტის ნიშნად არ ესწრება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი კულება, მასში სერგეი ლავროვის დასწრების გამო. უკრაინას სოლიდარობას უცხადებენ ბალტიის ქვეყნები და სკოპიეში გამართულ შეხვედრებში მონაწილეობას არც ისინი იღებენ.