img1


Reuters - საფრანგეთი აპირებს დაასრულოს ორმხრივი უსაფრთხოების გარანტიის შეთანხმება უკრაინასთან

Reuters - საფრანგეთი აპირებს დაასრულოს ორმხრივი უსაფრთხოების გარანტიის შეთანხმება უკრაინასთან 2024 წლის დასაწყისისთვის, განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ოთხშაბათს.

 

 ივნისში დიდი შვიდეულის ქვეყნებმა გამოაქვეყნეს საერთაშორისო ჩარჩო უკრაინის გრძელვადიანი უსაფრთხოებისთვის, რათა გაეზარდათ დაფინანსება უკრაინისთვის რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად.

 

უკრაინა ვერ შეუერთდება ნატოს, სანამ ის რუსეთთან ომს აგრძელებს.

ამის მიზეზი კი ნატოს მე-5 მუხლი გახლავთ, რომელმაც შეიძლება ნატოს რუსეთთან ომისკენ უბიძგოს.

უკრაინა კი ცდილობს მოიპოვის გრძელვადიანი მხარდაჭერა თავისი პარტნიორებისგან.

მაგალითად საფრანგეთი, ორმხრივ მოლაპარაკებებს აწარმოებს ივნისის შემდეგ, მაგრამ მწირი დეტალები გახდა ცნობილი იმის შესახებ

რისი გაკეთება სურთ ევროპელ ლიდერებს, რომელათა ნდობაც კითხვით ნიშნებს აჩენს უკრაინისთვის თუ რამდენად ერთგული შეიძლება იყვნენ კიევის მოკავშირეები.