img1


უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სიიარტო: ჩვენ უნდა განვაცხადოთ, რომ ის, რაც უკრაინაში ხდება, ჩვენი ომი არ არის

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სიიარტო: ჩვენ უნდა განვაცხადოთ, რომ ის, რაც უკრაინაში ხდება, ჩვენი ომი არ არის. ეს ჩვენი ომი არ არის! ამიტომ ჩვენ უარვყოფთ ყოველგვარ გაზვიადებას, როცა ამბობენ, რომ უკრაინა იბრძვის ევროპისთვის, იბრძვის ევროპის მშვიდობისთვის, იბრძვის ევროპული დემოკრატიებისთვის. ჩვენ უარვყოფთ ამას, რადგან ეს სიმართლეს არ შეესაბამება.  

უკრაინა იბრძვის საკუთარი თავისთვის, ტერიტორიული მთლიანობისთვის, სუვერენიტეტისთვის, დამოუკიდებლობისთვის, რასაც ჩვენ ძალიან ვაფასებთ, რადგან ეს არის გმირული ბრძოლა. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი: ეს არ არის ჩვენი ომი, ამიტომ ჩვენ უარვყოფთ ნებისმიერ მიდგომას, რომელიც იწყება ამ ფიქრით.