აშშ-მა ამ დრომდე არ გამოუყო უკრაინას ისეთი დახმარება, რომლითაც ომში გამარჯვება იქნებოდა შესაძლებელი
ვაშინგტონის მიერ გაწეული დახმარება საკმარისია მხოლოდ იმისთვის, რომ უკრაინამ ბრძოლა გააგრძელოს- ამის შესახებ ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ძალების ყოფილმა მეთაურმა, გენერალმა ბენ ჰოჯესმა, ესტონურ ERR-თან ინტერვიუში ისაუბრა.
„ჩვენი მზადყოფნა, მივუძღვნათ თავი იმას, რომ უკრაინამ ნამდვილად გაიმარჯვოს, მნიშვნელოვანი მომენტია, მაგრამ ამ დრომდე ეს ვერ უზრუნველვყავით. ამაყი ვარ იმით, რაც უკრაინას აშშ-მა გადასცა, მაგრამ ეს საკმარისი იყო მხოლოდ იმისათვის, რომ უკრაინამ ბრძოლა გააგრძელოს“, - აღნიშნა ამერიკელმა გენერალმა.
მისივე თქმით, პენტაგონში იყვნენ ადამიანები, რომლებიც აკრიტიკებდნენ უკრაინის კონტრიერიშს, რომელიც ახლა წარუმატებლად ფასდება.
2026-04-28
2026-04-28
2026-04-27
2026-04-25
2026-04-24
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-21