img1


ნაცებმა თავიანთი ლობისტები კიდევ ერთხელ გააქტიურეს დასავლეთში და ახალი იერიში მიიტანეს ბიძინა ივანიშვილზე

"ნაცებმა თავიანთი ლობისტები კიდევ ერთხელ გააქტიურეს დასავლეთში და ახალი იერიში მიიტანეს ბიძინა ივანიშვილზე"

 

- არავისთვის უცხო და გასაოცარი მოვლენა არ არის, როცა რომელიმე დასავლური გამოცემა ბეჭდავს სტატიას ან თავის მასალაში სასურველი ინტერპრეტაციით იხსენიებს იმას ვისზეც აქვთ მიღებული დაკვეთა.

 

- ასეთ დაკვეთებს ჯერ სააკაშვილის წამებულად, დავრდომილად და "აყროლებულად" წარმოჩენის დროს ასრულებდნენ და ეხლა ისევ ბიძინა ივანიშვილს მიუბრუნდნენ.

 

POLITIKO - რომელმაც ივანიშვილი ოლიგარქად გამოაცხადა და საქართველოს რუსეთთან სავაჭრო შეთანხმებები დაუწუნა, თავად წერდა იგივეს, პოლონეთის, მოლდოვის, გერმანიის და საფრანგეთის ხელისუფლებებზე.

ეს გამოცემა გასულ სტატიებში ამხელად ევროპელ ლიდერებს და დასავლურ კომპანიებს რუსეთთან კავშირში.

თუმცა "ნაცმედია" იმას კითხულობს რაც აწყობს და ისე კითხულობს როგორც აწყობს.

ჩვენ კი ყველამ შესანიშნავად ვიცით ვინ არის ბიძინა ივანიშვილი და რა ამაგი აქვს ქვეყნის წინაშე.

ამ ამაგს კი ნაცების, ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც ქვეყნის გარეთ ვერ გადაფარავს.

ამ ამაგს ვერც მათი ლობისტები შეფუთავს პროსულობად როგორც არ უნდა ეცადონ.

 

                        ირაკლი ჯანყარაშვილი