img1


მოსკოვი ინარჩუნებს უპირატესობას სამხედრო, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ფრონტებზე. Wall Street Journal

მოსკოვი ინარჩუნებს უპირატესობას სამხედრო, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ფრონტებზე. Wall Street Journal

 

ამის შესახებ Wall Street Journal-ი წერს.

 

როგორც გაზეთი განმარტავს, რუსეთს არმიის რეზერვების შესავსებად გაცილებით მეტი ხალხი ჰყავს, ვიდრე უკრაინელებს, რომლებიც კარგად გაწვრთნილი ქვეითი ჯარის ნაკლებობას განიცდიან.

 

გარდა ამისა, პუტინმა ეკონომიკა ომის საფუძვლებზე გადააწყო და შესანიშნავად იყენებს ნავთობიდან შემოსულ თანხებს იარაღის შესაქმნელად.

 

იმავდროულად, შტატებსა და ევროპაში 

პოლიტიკური კრიზისები

საფრთხეს უქმნის უკრაინისთვის

იარაღისა და ფულის მიწოდებას , რაზეც დამოკიდებულია მისი გადარჩენა, აღნიშნავს გამოცემა. 

 იმისდა მიუხედავად, რომ უკრაინის დასავლელი მოკავშირეები ეკონომიკურად ბევრად ძლიერები არიან ვიდრე რუსეთი, მოსკოვი ბევრად მეტ ძალისხმევას დებს.

 

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა თავისი სამხედრო ბიუჯეტი რეკორდულ დონემდე გაზარდა და მრეწველობის ხელახლა ფოკუსირება მოახდინა იარაღის წარმოებაზე, დასავლეთმა მხოლოდ შეზღუდული ნაბიჯები გადადგა სამხედრო წარმოების გასაზრდელად. ევროპის ქვეყნებში უკვე იწურება იარაღისა და საბრძოლო მასალის რაოდენობა, რომელიც მათ შეუძლიათ უკრაინას მიაწოდონ, ხოლო შეერთებული შტატებიდან მიწოდება შენელდა შიდაპოლიტიკური უთანხმოების გამო.

 

ყველა ეს ფაქტორი მიუთითებს იმაზე, რომ უკრაინას რთული წელი ელის, რა დროსაც ის მხოლოდ თავდაცვის რეჟიმში იქნება.