img1


„მაშინ, როდესაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი მესამე წელიწადს უახლოვდება, მოსკოვი უპირატესობას ფლობს სამხედრო, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ფრონტზე,“ - ამის შესახებ ამერიკული გაზეთი The Wall Street Journal-ი წერს

„მაშინ, როდესაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი მესამე წელიწადს უახლოვდება, მოსკოვი უპირატესობას ფლობს სამხედრო, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ფრონტზე,“ - ამის შესახებ ამერიკული გაზეთი The Wall Street Journal-ი წერს სტატიაში, სათაურით, „პუტინმა უკრაინაში გამარჯვების ფსონზე რუსეთის რესურსები დადო. შეუძლია თუ არა დასავლეთს შეედაროს მას?“

 

"იმავდროულად, აშშ-სა და ევროპაში "პოლიტიკური დამბლა" საფრთხეს უქმნის იარაღისა და ფულის მიწოდებას, რომელზედაც დამოკიდებულია უკრაინის გადარჩენა", - წერს სტატიის ავტორი, მარკუს უოკერი.

 

უოკერი ასევე აღნიშნავს, რომ დასავლეთი არარეალურად მიიჩნევს ზელენსკის მიზანს, სრულად აღადგინოს უკრაინის საერთაშორისო საზღვრები. 

 

"სამხედრო ჩიხი აძლიერებს გერმანიაში მოსაზრებას, რომ ცეცხლის შეწყვეტა და მოსკოვთან მოლაპარაკებები უკრაინის ინტერესებში იქნება. თუმცა ბერლინს არ სურს ზელენსკიზე ზეწოლა. ცეცხლის შეწყვეტის პრობლემა ის არის, რომ პუტინს ბევრი მიზეზი არ აქვს შეაჩეროს შეჭრა მაშინ, როდესაც დასავლეთის ერთიანობა სუსტდება", - ნათქვამია სტატიაში.