თურქეთისა და ირანის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბარი გამართეს. თურქული მხარის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ „პრეზიდენტებმა განიხილეს ისრაელის არაკანონიერი თავდასხმები ღაზაზე“. თურქეთის კომუნიკაციების დირექტორატის განცხადებით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და იბრაჰიმ რაისმა გაცვალეს მოსაზრებები რეგიონში ცეცხლის მუდმივი შეწყვეტის საკითხზე და პალესტინელებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებაზე.
„ერდოღანმა ხაზი გაუსვა მუსლიმური სამყაროს, განსაკუთრებით, თურქეთისა და ირანის მნიშვნელობას პალესტინის ტერიტორიაზე ისრაელის სისასტიკის წინაშე ერთიანი პოზიციის დაკავებაში“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
2026-04-28
2026-04-28
2026-04-27
2026-04-25
2026-04-24
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-21