img1


ანალენა ბერბროკი: უკრაინა უახლოეს მომავალში ევროკავშირს გააძლიერებს

უკრაინა უახლოეს მომავალში ევროკავშირს გააძლიერებს, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა „მწვანეების“ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

„დღეს ცხადია, რომ უკრაინა გააძლიერებს ევროკავშირს უახლოეს მომავალში. უკრაინის გაწევრიანებ ჩვენს გეოპოლიტიკურ ინტერესებშია. ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა უნდა ვრცელდებოდეს მოლდოვაზე, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთზეც. ევროპაში აღარ უნდა დარჩეს ე.წ. ნაცრისფერი ზონები“, - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა.