img1


"დაპირისპირირება თემურ ალასანიასა და დავით კეზერაშვილს შორის"

თემურ ალასანია ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო სიის ფორმირებაში მონაწილეობის მიღებას ითხოვს.

ალასანია პარტიაში თავის დაბანდებულ ფინანსებს ითვლის და პარტიის ახლ მენეჯმენტს საპარლამენტო სიაში საკუთარი ხალხის ჩაწერას სთხოვს, როგორც publicist.ge - ს ოპოზიციიდან ინფორმირებული წყარო უყვება პარტიაში შესაძლოა ახალმა სკანდალმა იფეთქოს.

 

- " თემურ ალასანიას სიის გამსვლელ ათეულში მინიმუმ ოთხი ადგილი სურს, რისი წინააღმდეგიც კი დავით კეზერაშვილია. "

 

- იმ შემთხვევაში თუ ალასანიას საშუალება არ მიეცემა საკუთარი კადრების სიაში შეყვანის, ის ჩანაწერების გასაჯაროვებით და სააკაშვილის ოჯახის პარტიის წინააღმდეგ ამბოხით იმუქრება. ჩანაწერებში ლევან ხაბეიშვილის და დავით კეზერაშვილის საუბრები ისმის.

ჩანაწერი პარტიის ახალი მენეჯმენტის რეალურ პოზიციას ასახავს სააკაშვილის პატიმრობის მიმართ და ასევე ვიგებთ თუ როგორ მიუგდეს მიშა სოფო ჯაფარიძეს იმისათვის, რომ სააკაშვილის წუწუნისა და პრეტენზიებისგან თავი დაეღწიათ.

 

თვითონ სოფო ჯაფარიძე კი მიშამ სწორედ იმიტომ შეუგზავნა ახალ მენეჯმენტს, რომ ის ბოლომდე არც კეზერაშვილს და მითუფრო არც ხაბეიშვილს ენდობა, რომლისაც არჩევნების შემდეგ

თავისი ერთგული კადრით ჩანაცვლება სურს და ამით რევანშის აღება "კეზერაშვილ - მერაბიშვილის" დუეტისთვის.

 

იმ შემთხვევაში თუ საპარლამენტო სიასი მხოლოდ კეზერაშვილი დაწერს, პარტიის ახალი მენეჯმენტის წინააღმდეგ სააკაშვილის ოჯახიც ღიად გაილაშქრებს - გვიყვება წყარო ოპოზიციიდან.

 

      ირაკლი ჯანყარაშვილი