img1


ბერლინში უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემის მოწინააღმდეგეთა აქცია გაიმართა. პოლიციის ცნობით

 ბერლინში უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემის მოწინააღმდეგეთა აქცია გაიმართა. პოლიციის ცნობით, აქციაში 7000 ადამიანი მონაწილეობდა, ორგანიზატორების, მემარცხენე პარტიის ყოფილი წევრის, სარა ვაგენკნეხტისა და გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი კორესპონდენტის, გაბრიელე კრონე-შმალცის, თქმით კი, დემონსტრაციას 20 000 მოქალაქე შეუერთდა. სარა ვაგენკნეხტმა განაცხადა, რომ უკრაინელ ხალხს არა იარაღი, არამედ მშვიდობა სჭირდება, რისთვისაც მოლაპარაკებებია საჭირო და გერმანიის თავდაცვის მინისტრს, ბორის პისტორიუსს, „ომის მინისტრი“ უწოდა.

 

აქციის მონაწილეებმა, ასევე, გააკრიტიკეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, რომელმაც, მათი თქმით, „დაპირებები არ შეასრულა“.