img1


სკოტ რიტერი : რეალობა ისაა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ახლა კოლაფსის პირასაა

სკოტ რიტერი იმის შესახებ, თუ რას ეუბნებიან ზელენსკის დასავლელი პარტნიორები: მე ვფიქრობ, რომ ისინი ამბობენ, რომ უკრაინისთვის ეს დასრულდა და მეტი არაფერი აქვთ შესათავაზებელი და რომ თუ ის ომის გზას გააგრძელებს, ის დამარცხდება. 

 „რუსეთმა გაიმარჯვა, ჩვენ მზად არ ვართ პოლიტიკური, ფინანსური და სამხედრო კაპიტალი ჩავდოთ აშკარად წაგებულ ბიზნესში.  

ჩვენ ვერ შევცვლით სიტუაციას და თქვენი საუკეთესო ვარიანტი ახლა მშვიდობის ძიებაა“, - შეიძლება თქვან მათ. იმედი მაქვს, ისინი საკმარისად პატიოსნები იქნებიან და ეტყვიან ზელენსკის, რომ თუ ის გააგრძელებს ამ ბრძოლას, მისი დაკარგული ტერიტორიის 20% შეიძლება გადაიქცეს 40 ან 50%-ად და რომ ამ ბრძოლის გაგრძელებამ შეიძლება გამოიწვიოს დამღუპველი შედეგები უკრაინისთვის. რეალობა ისაა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ახლა კოლაფსის პირასაა - ამას ყველა აღიარებს. თუ არმია დაეცემა, მოხდება ჯარების სწრაფი გაყვანა. ამ სიცარიელეს რუსები შეავსებენ. და თუ ამას გააკეთებენ, მაშინ ეს ტერიტორია დიდი ალბათობით უკრაინას არ დაუბრუნდება.