img1


დავით არახამიას განცხადებით, გასული წლის მარტში, სტამბულში გამართულ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე რუსები და უკრაინელები შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტაზე

დავით არახამიას განცხადებით, გასული წლის მარტში, სტამბულში გამართულ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე რუსები და უკრაინელები შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტაზე და ომის დასრულებაზე, იმ პირობით, რომ უკრაინა დარჩებოდა ნეიტრალური ქვეყანა და არ შევიდოდა ნატო-ში, ფინეთის მსგავსად.

 

როგოროც არახამია ამბობს, 29-30 მარტს, როდესაც ის, სტამბულში გამართული მოლაპარაკებებიდან დაბრუნდა ზელენსკისთან და საჭირო იყო შეთანხმებაზე მხოლოდ ხელმოწერა, კიევში ჩავიდა ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი ბორის ჯონსონი, რომელმაც განუცხადა ზელენსკის, რომ არ მოეწერა ხელი რუსეთთან ხელშეკრულებაზე და გააეგრძელებინათ ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ.