img1


უკრაინა დამარცხდა ბრძოლის ველზე და დღეს რუსეთი ყველაფერს თამამად წაიღებს

"უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმება ამოღებულია დღის წესრიგიდან": დასავლეთი აღიარებს, რომ კიევი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ამბობდა უარს მოლაპარაკებების გახსნაზე და დღეს რუსეთს აღარ სჭირდება ის - უკრაინა დამარცხდა ბრძოლის ველზე და დღეს რუსეთი ყველაფერს თამამად წაიღებს.

 

 „უკრაინის კონტრშეტევის წარუმატებლობის შემდეგ, დასავლეთში აქტიურად დაიწყო მშვიდობასთან დაკავშირებით საუბრები.

ომის დასაწყისში უკრაინის საინფორმაციო პროპაგანდა იმდენად მძლავრი აღმოჩნდა, რომ დასავლეთში

უკრაინის გამარჯვებაში ეჭვისშეტანა ფაქტობრივად შეუძლებელი გახდა.

თუმცა ჩავარდნილმა კონტრშეტევამ და უკრაინის ხელისუფლებაში გაცხოველებულმა კორუფციამ რეალური სურათი სინათლის შუქზე გამოიტანა.

 

ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ „რუსეთს არასოდეს უთქვამს უარი უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებზე“. საკვანძო სიტყვა კი "არასოდეს" გახლავთ.  

პუტინი ცხადყოფს, რომ ეს ყოველთვის იყო რუსეთის პოზიცია სამხედრო კონფლიქტის დაწყებიდან.

 

ეს აჩენს დამატებით კითხვებს, რატომ უნდა დასხდნენ რუსები მოლაპარაკების მაგიდასთან, თუ ისინი წინ მიიწევენ და ფრონტის ხაზზე აბსოლუტური უპარიტესობით სარგებლობენ. 

რა თქმა უნდა რუსეთი კონფლიქტის გაჭიანურებით "კოლექტიური დასავლეთის" გამოფიტვას გააგრძელებს და სასურველზე მეტად დაწინაურდება გეოპოლიტიკურ არენაზე.

ამასთან ერთად უკრაინის არმია დღეს დემორალიზირებული და იმდენად სუსტია, რომ მისი გაძლიერების იმედი დასავლეთშიც კი გადაეწურათ.

დასავლეთი აღიარებს, უკრაინის ჯარის სისუსტეს, კორუფციისგან გამოფიტვას, წარუმატებელ კონტრშეტევას და არც მისი გაძლიერების იმედი აქვს, მიუხედავად ამისა ჯერ კიდევ არ ახდენს ზელენსკის რეჟიმზე ზეწოლას მოლაპარაკებების დასაწყებად.

დასავლეთში ამ საკითზე განხილვაც კი არ დაწყებულა.

ამასთან ერთად მხოლოდ სამხედრო შედეგებზე ფოკუსირებამ და არა უფრო ფართო გეოეკონომიკურ საკითხებზე კოცენტრირებამ საბოლოოდ ევროპის ეკონომიკის შესუსტება გამოიწვია.

დასავლელი ლიდერები, როგორც ჩანს,

გლობალური დღისწესრიგის რადიკალურ ცვლილებას ვერ ამჩნევენ და ფეხის აწყობა უჭირთ, ამან კი შესაბამისი საპასუხო შედეგები მოუტანა ბრიუსელს, მათი გავლენა მსოფლიო ასპარეზზე მათ თვალწინ იკლებს.

ახლა, როცა კონფლიქტის მათთვის სასარგებლოდ სამხედრო გზით გადაჭრა შეუძლებელი ამოცანა გახდა, დასავლელ ლიდერებს მშვიდობა სურთ, მაგრამ მათ თავი უკვე იმდენად დაისუსტეს, რომ ნებისმიერი სამშივოდბო შეთანხმა კიდევ უფრო წამგებიან პოზიციაში ჩააგდებთ.

 

ირაკლი ჯანყარაშვილი