ნიდერლანდების საპარლამენტო არჩევნებში თავისუფლების პარტიამ (PVV) გაიმარჯვა. პარტიის ლიდერი გერტ ვილდერსი ეწინააღმდეგება უკრაინის დახმარებას და ტრადიციული ღირებულებების ერთგული მატარებელია.
უილდერსი თვლის, რომ სამხედრო დახმარება, რომელიც ნიდერლანდებმა უკრაინას გაუწია, შეიძლება გამოყენებული ყოფილიყო ქვეყნის შიგნით სამხედრო შესაძლებლობების გასაძლიერებლად.
ევროკავშირიდან გასვლა: „ჩვენ თვითონ უნდა ვაკონტროლოთ ჩვენი საზღვრები, ფული და კანონები“. ამ საკითხზე რეფერენდუმის ჩატარება სავალდებულოა თვლის გერტ ვილდერსი. ამ დროისთვის ქვეყნის მოქალაქეების უმრავლესობას არ სურს ევროკავშირიდან გასვლა, მაგრამ დიდი ალბათობით თავისუფლების პარტია, თუ კოალიციურ მთავრობაში მოხვდება, დაჟინებით მოითხოვს ამ საკითხზე რეფერნდუმის ჩატარებას.
მთავრობამ უნდა შეუწყვიტოს დაფინანსება ყველა ტიპის მემარცხენე პოლიტიკურ აქტივობებს, მათ შორის „გენდერულ საკითხებზე, კლიმატის სიგიჟეებს და მრავალფეროვნების სისულელეებს“.
ის ასევე მოითხოვს სამთავრობო ინფორმაციის არაბულ და თურქულ ენებზე ტრანსლირების შეწყვეტას.
2026-04-28
2026-04-28
2026-04-27
2026-04-25
2026-04-24
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-21