img1


შოლცი - მე მოვუწოდე პრეზიდენტ პუტინს შეწყვიტოს შემოჭრა და გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან, რათა ეს კონფლიქტი საბოლოოდ დასრულდეს

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ G20-ის სამიტზე ის ცდილობდა დაერწმუნებინა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში სპეცოპერაციის დასრულებაში.

 

 დღეს, უკრაინაში სპეცოპერაციის დაწყებიდან პირველად, რუსეთის პრეზიდენტმა მონაწილეობა მიიღო G20-ის ქვეყნების სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურების ვიდეოკონფერენციაში.  

მე მოვუწოდე პრეზიდენტ პუტინს შეწყვიტოს შემოჭრა და გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან, რათა ეს კონფლიქტი საბოლოოდ დასრულდეს.

  - განაცხადა პოლიტიკოსმა იტალიის პრემიერ-მინისტრთან ჯორჯია მელონთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

 

 მისი თქმით, გერმანიას სურს უკრაინაში გრძელვადიანი და სამართლიანი მშვიდობა, რომელიც ეფუძნება გაეროს წესდებას.

 

 მან დასძინა, რომ გერმანია და იტალია მხარს დაუჭერენ უკრაინას მანამ, სანამ საჭირო იქნება.