img1


ნამუსი არა, მაგრამ ფული არის ოპოზიციაში

თბილისში, ,,პარაგრაფ თბილისი“ მარიოტის საერთაშორისო ქსელის, პირველი Luxury Collection ბრენდის სასტუმრო გაიხსნა. რომლის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 150 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.

სასტუმროში განთავსებულია 220 ნომერი, 5 რესტორანი, უმაღლესი კატეგორიის სპა, მაღალტექნოლოგიური შეხვედრებისა და საკონფერენციო სივრცეები. „პარაგრაფ თბილისი" შეძლებს უმასპინძლოს უმაღლესი კატეგორიის საერთაშორისო ღონისძიებებს, რათა საქართველოში მოიზიდოს ახალი კატეგორიის ბიზნესვიზიტორები და დამსვენებლები.

_ ჯერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მონიჭების პერსპექტივა არ ჰქონდათ მონელებული ნაცებს და შმაცებს, პრემიერის წარმატებული ვიზიტებმა ლამის ინფარქტი მიაღებინოთ, დედაქალაქის ქუჩების გამშვენიერება, სუპერთანამედროვე ავტობუსები, ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა და ახლა ესეც? 

დიდი დარტყმაა, ღმერთმანი.

კარგი, ბატონო, მაგრამ კრიჭაში რომ უდგახართ ე.წ ოპოზიციონერებო, საქართველოს მთავრობას და ქვეყანას შეხიდებულ ერთადერთ ფილანტროპს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, თქვე ოხრებო, კეთილ საქმეში შეეჯიბრეთ, კარგი საქმის კეთებაში აჯობეთ, მაგრამ არა, როგორც კუზიანს ვერ გაასწორებს სამარე, ისე მაგათი ბოღმიანი გული არ მობრუნდება საქართველოს სასარგებლოდ.

ნამუსი არა, მაგრამ ფული არის ოპოზიციაში. მაგალითად, დავით კეზერაშვილს, მავნებლობა ურჩევნია, თორემ ორ ასეთ სასტუმროს ააშენებდა, რომ მოინდომოს, ,,დიდ,, მამუკ ხაზარაძესაც ფული უობდება, თუმცა მაინც გარე_გარე დარბის სალომეს ძაღლივით _ მადამ პღეზიდონის ძაღლიც წუნკალია, პრეზიდენტი მაგას მოვლა_პატრონობას მოაკლებდა? მაგრამ მაწანწალას წანწალი ურჩევნია, ისეა ხაზარაძეც, საქართველოს დასასმენად და ემიგრანტებში ფულის სამათხოვროდ გაძუნძულდა.

სავარაუდოდ, უყურებენ ახლა ,,პარაგრაფს,, თბილისში და იბოღმებიან.

ბოროტებას არ გირჩევნიათ, ბიჭებო, საქართველოსთვის კარგი რამე გააკეთოთ? მაგრამ მეც რა გულუბრყვილო ვარ: მორიელი ზნეს გამოიცვლის? _ არა.