img1


სომხეთი არ მოაწერს ხელს არანაირ სამშვიდობო ხელშეკრულებას რუსეთში, რადგან ის არ მიიჩნევს კრემლს მშვიდობის საიმედო გარანტიად

სომხეთი არ მიიღებს მშვიდობის გასაღებს მოსკოვის ხელიდან. ბაქო ამბობს, რომ მშვიდობის საფუძველი თავად რეგიონშია

 

 ◾️ მშვიდობის მისაღწევად რჩება ან მოსკოვის ფორმატი, ან აზერბაიჯანის მიერ შემოთავაზებული პირდაპირი დიალოგი სომხეთთან ყოველგვარი შუამავლების გარეშე. ორი ვარიანტიდან რომელს აირჩევს ერევანი?

 

 ◾️ ამ დროისთვის არც სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, არც თავად ნიკოლ ფაშინიანს და არც მის რომელიმე მრჩეველს არ გაუკეთებიათ კომენტარი ბაქოსთან პირდაპირი მოლაპარაკებების ან მოსკოვის ფორმატში მშვიდობიანი დიალოგის გაგრძელების შესახებ. მაგრამ გარკვეული თვალსაზრისით სომხეთის პოზიცია ჩანს მმართველი პარტიის დეპუტატის არმენ ხაჩატურიანის განცხადებაში, რომლის თანახმადაც სომხეთი არ მოაწერს ხელს არანაირ სამშვიდობო ხელშეკრულებას რუსეთში, რადგან ის არ მიიჩნევს კრემლს მშვიდობის საიმედო გარანტიად. .