img1


უნგრეთის პრემიერ მინისტრი ორბანი ევროპის წარუმატებელი პოლიტიკის შესახებ

უნგრეთის პრემიერ მინისტრი ორბანი ევროპის წარუმატებელი პოლიტიკის შესახებ: ევროპის ბრიუსელის მოდელი ქაოსს იწვევს. სულ უფრო ნაკლები ადამიანი მუშაობს, სულ უფრო მეტ ადამიანს სურს უმუშევროდ ცხოვრება, სოციალური წესრიგი მწყობრიდან არის გამოსული. მიგრაციის შედეგები უკონტროლოა. საგარეო ვალი იზრდება და იზრდება და ინვესტორებს თავიანთი ფული ევროპიდან ამერიკასა და აზიაში გადააქვთ. ვაჭრობისა და ურთიერთობების დამყარების ნაცვლად, ბრიუსელში მსხდომი ბიუროკრატები ამჯობინებენ ჩვენს იზოლირებას, განაწყენებულნი ხდებიან და თავს ესხმიან მათ, ვინც სიმართლეს ეუბნება. 2030 წლისთვის ინგლისი და საფრანგეთი მსოფლიოს ათ უმსხვილეს ეკონომიკურ ქვეყანას შორის ვერ მოხვდებიან, გერმანია კი მხოლოდ მეათე იქნება. თქვენ არ შეგიძლიათ თქვათ "დიახ" ამაზე, შეგიძლიათ მხოლოდ თქვათ "არა". ჩვენ არ გვინდა ვიყოთ სოროსის მონები, არ გვინდა ვიყოთ მასობრივი ომების ზონა და მიგრანტების გეტოების სამყარო.