ჩერგოს ჭუტალა გიგა ისედაც მოქოქილი ლაპარაკობდა და ახლა მთლად მოუმატია საუბრის ტემპისთვის. ცოტა ხანში, ალბათ, ვერც მაგისას გავიგებთ რამეს, ვერც მისი ბატონ_პატრონის, როგორც ხალხი უწოდებს, გიჟ_თამარას, მეტყველებისას.
,,ხიტრობაც,, დაუხვეწავს გიგუშას_ დიანა ტრაპაიძესთან ეთერში კი ეძახა ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქი, მაგრამ, მისი იდეური წინაპრების _ ბოლშევიკების არ იყოს_ერთი ნაბიჯი წინ, ორი ნაბიჯი უკან_გადადგა და ხან ნაცრეჟიმს ეძახა დესტრუქციული, ხან ,,ოცნების,, დამხობა არის აუცილებელიო, ხან_ოლიგარქი არის ივანიშვილი, ხან_ოლიგარქიის სისტემატიზაციაა ამოსაძირკვიო, ხან ოპოზიციის მომხრეებს მისცა იმედი, ხან _სკეპტიციზმის ღიჭოში გაეკვეხა დაბორკილი ენა.
მოკლედ, გიგამ ილაპარაკა ყველაფერზე, მაგრამ არაფერზე.
დიანა კი ,,აწვებოდა,,_ისაო, დაამხეთო დროზეო, ივანიშვილიო.
ქალბატონო დიანა,
თუ არ იქნები ჭკვიანად,
გამოვალ და ყველას და@ვთ,
ინგა გრიგოლიანად.
_ ასე ემუქრებოდა ცხონებული რეზო ამაშუკელი ტრაპაიძეს და მისდაგვარებს, მაგრამ ვეღარ მოასწრო...
სამაგიეროდ, გიგა აპირებს ,,ოლიგარქი ივანიშვილის,, დეოლიგარქიზაციას, გაუვნებელყოფას და დაპატიმრებასაც არ გამორიცხავს, ყოველ შემთხვევაში, ასე გავიგე მისი ჩირთიფურთა ლაპარაკიდან.
გიგუშას ჰგონია, ჩალითაა საქართველო დახურული და ხალხი ცხვარი ვართ და ამ ჩალას ვახრამუნებთ...
ვზივარ ახლა და მეღიმება: ჩაქრი, შენა, გიგა, ჰა..
2026-04-27
2026-04-25
2026-04-24
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-21
2026-04-21
2026-04-20