img1


დაიგრძელა მიშამ ისევ ენა ვივამედიდან, არადა მძიმე მეტალებით იყო მოწამლული

კაცი რომ უვარგისი დაიბადება, ის კაცი ციხისთვისაც უვარგისია და ციხის გარეთაც.

დაიგრძელა მიშამ ისევ ენა ვივამედიდან, არადა მძიმე მეტალებით იყო მოწამლული, წუთები წყვეტდნენ მისი სიკვდილ_სიცოცხლის საკითხს, მსოფლიო სამედიცინო კორპუსი შეაწუხეს გიულამ და მისმა ძმამ, გენერალმა ალასანიამ _ გვიკვდება ბიჭი რუსულ ციხეშიო, თუმცა ამ თავის მომკვდარუნებაში ქე შემოეორსულა ლიზა იასკო და ვინ იცის, კიდევ როდის გამოჩნდებიან ციხეში, გამწარებულ გულზე, მიშას ტოქსიკური @@@_ით გაკეთებული ბალღები.

,,მადამ პღეზიდოონ,,_ს წამოაძახა დღეს: გახსოვსო? ორივე კემბრიჯში რომ ვსწავლობდითო? შემიწყალე მე, დაუბრუნე შვილებს მამა, მიხსენ რუსთა ხელთაგან, გააოცე ევროპაო...

ევროპა არ ვიცი, მაგრამ ჩვენ კი გავოცდით უკვე, მომაკვდავი ისე მოყოჩაღდა, პირდაპირ საავადმყოფოდან აპირებს მთავრობის დაკომპლექტებას.

 არადა, რატომღაც, ციხეში არ გადაჰყავთ.

ციხეში კი არა, ციხე_ სანატორიუმში და არა მის მიერ შექმნილ საწამებელ ციხეში, სადაც უამრავი ბავშვის მამა მოკლეს წამებით ... ამან კიდევ, აიჩუყა გული: დამაბრუნეთ ჩემს შვილებთანო _ ტიგრანა გულოიანივით ტირის.

_შვილებო, მოგიკვდეთ იდიოტი მამა. .

 ტიგრანა საყვარელი კაცი იყო, შენ მავნე ხარ, ხოდა, ამ მავნებელმა დიდხანს უნდა იცოცხლო და საქართველოში მშვიდობას და აღმავლობას უნდა უყურო გისოსებიდან. ეს იქნება შენთვის ყველაზე დიდი სასჯელი.