როგორია ირანის პოზიცია ღაზას სექტორში მიმდინარე მოვლენებზე. იმიტომ რომ საერთაშორისო საზოგადოებაში არაერთგვაროვანი პოზიციები იყო ამასთან დაკავშირებით. მინდა თქვენი საშუალებით დავაფიქსიროთ უშუალოდ ირანის სახელმწიფოს პოზიცია და თქვათ ის, რასაც ფიქრობთ.
საკვებისა და მედიკამენტების გარეშე ადამიანის უფლებების დარღვევის გამოვლინებაა.
მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ თავდასხმისგან თავის შეკავება ჰუმანიტარული სამართლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია. თუმცა ისრაელ სრულად არღვევს ჟენევის ოთხივე კონვენციის დებულებებს.
ჩვენ ყოველთვის ვხედავთ სიონისტური რეჟიმის მიერ ყველა სახის საერთაშორისო ნორმების, ადამიანის უფლებებათა და ჰუმანიტარული სამართლის პრინციპების დარღვევას. ამ რეჟიმმა შებღალა ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის ღირსება და ავტორიტეტი. დღეს კი ღაზას სექტორი არის საერთაშორისო სამართლის დარღვევის ასპარეზი.
რატომ არის ისრაელი მატყუარა და შეთანხმების დამრღვევი?
სიცრუე, ღალატი და შეთანხმების დარღვევა სიონისტური რეჟიმის ბუნებრივი მახასიათებელია. ბოლო მოვლენების დროს ყველასათვის აშკარა იყო სიონისტური ხელისუფლების ტყუილები. სიონისტებმა არაერთ დანაშაულში დასდეს ბრალი პალესტინელებს, მაგრამ დროთა განმავლობაში გაირკვა, რომ ყველა მათგანი სიცრუე იყო, რადგან არ არსებობს ამ დანაშაულების მტკიცებულება.
თავისი არსებობის ათწლეულების განმავლობაში ისრაელის რეჟიმმა დაარღვია მრავალი საერთაშორისო კანონი და ნაკისრი ვალდებულებებიც კი. ოსლოს შეთანხმების დარღვევა და გაეროს 140-ზე მეტი რეზოლუციის უგულებელყოფა ისრაელის მიერ შეთანხმებების დარღვევის აშკარა მაგალითებია. ოსლოს შეთანხმების საფუძველზე პალესტინელებმა მშვიდობის სანაცვლოდ ბევრ საკუთარ უფლებაზე თქვეს უარი, მაგრამ სიონისტებმა მაინც ხელი შეუშალეს მშვიდობის დამყარებას.
2026-04-25
2026-04-24
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-21
2026-04-21
2026-04-20
2026-04-19