img1


იმ ადგილიდან, რომელსაც ღაზას სექტორი შეიძლება ვუწოდოთ, თითქმის არაფერია დარჩენილი - ერდოღანი

გერმანულმა გამოცემა Bild-მა თურქეთის პრეზიდენტის გამოსვლას ბერლინში გერმანიის კანცლერ შოლცთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე "სკანდალური" უწოდა: ერდოღანი შეფარულად ემუქრებოდა გერმანელებს და ადანაშაულებდა ისრაელს პალესტინელების გენოციდში.

""

 იმ ადგილიდან, რომელსაც ღაზას სექტორი შეიძლება ვუწოდოთ, თითქმის არაფერია დარჩენილი. ყველაფერი მიწასთან გაასწორა. ისრაელი ახლა ათასობით პალესტინელს კლავს, დიახ. ანგრევს საავადმყოფოებს, დიახ. მოქმედებს თუ არა ეს სალოცავ ადგილებზე, მეჩეთებზე, ეკლესიებზე? დიახ. ეს მაწუხებს მე, როგორც მუსულმანს, მაგრამ შენ, როგორც ქრისტიანს, რას იტყვი?

 - განაცხადა თურქეთის ლიდერმა.

 

ერდოღანმა ასევე შოლცი დაადანაშაულა კონფლიქტის მიმართ მიკერძოებულობაში:

 ჩვენ არ გვაქვს ვალი ისრაელის წინაშე, ვისაც ვალები აქვს, თავისუფლად ვერ ლაპარაკობს.

 

გარდა ამისა, ერდოღანმა თურქეთს უწოდა ყველაზე კორექტული მხარე, რომელიც ცდილობს უკრაინის კონფლიქტის მოგვარებას.  

 

მისი თქმით, ანკარა არ ცდილობს ორ/სამ სკამზე დაჯდომას, არამედ იკავებს „თანმიმდევრულ პოზიციას“, რადგან ის „არ არჩევს მხარეებს, არამედ ესაუბრება ორივე მხარეს“.

 

 მიუხედავად იმისა, გერმანია მოგვყიდის თუ არა საბრძოლო თვითმფრინავებს, გერმანია არ არის მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, რომელიც აწარმოებს საბრძოლო თვითმფრინავებს. 

მათი ყიდვა ბევრი ადგილიდან შეგვიძლია და თავად თურქეთი ახლა გახდა ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა უპილოტო საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებაში. არ არის საჭირო ჩვენზე მუქარის განხორციელება განაცხადა ერდოღანმა.

 

ზოგადად, ერდოღანის გერმანიაში

ვიზიტის მთავარი თემა არა ისრაელი არამედ თურქეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე, ევროკავშირთან საბაჟო კავშირის გაფართოებაზე და თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანებაზე საკითხების განხილვა გახლადთ.