პეკინის განცხადებით 20 და 21 ნოემბერს პალესტინის ხელისუფლება და ოთხი მუსლიმანური ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მაღალი თანამდებობის პირები ჩინეთს ეწვევიან, განხილვის მთავარი საკითხი პალესტინა ისრაელის ომი იქნება.
დელეგაციის შემადგენლობაში შედიან პალესტინის ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრი, დელეგაციაში ასევე წარმოდგენილი იქნებიან დიპლომატები
საუდის არაბეთიდან, იორდანიიდან, ეგვიპტიდან და ინდონეზიიდან, ასევე ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის გენერალური მდივანი.
ვიზიტის დროს ჩინეთს ექნება სიღრმისეული კომუნიკაცია და კოორდინაცია არაბული და ისლამური ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ დელეგაციასთან, რათა ხელი შეუწყოს მიმდინარე პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის დეესკალაციას, დაიცვას მშვიდობიანი მოსახლეობა და სამართლიანად გადაჭრას პალესტინის საკითხი. “- განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მაო ნინგმა კვირას გავრცელებულ განცხადებაში.
2026-04-25
2026-04-24
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-21
2026-04-21
2026-04-20
2026-04-19