" ამ ქალბატონის ქვეყნის გარეთ მოღვაწეობამ, სახელმწიფოს იმდენი ზიანი მოუტანა მათი აღწერა მოკლე სტატიაში გამიჭირდება, თუმცა ამათგან ყველაზე მნიშვნელოვანს გამოვყოფდი ბატონო პრემიერო Irakli Garibashvili , ეს მის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით მისი მიდგომაა, რა დროსაც ის შერჩევითი სამართლის პრინციპით მოქმედებს და განსაკუთრებით ავიწროვებს რუსეთში მოღვაწე ქართველებს, რომლებსაც სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობა მიეცათ და თავისი ქვეყნის მოქალაქეობასაც რა თქმა უნდა სრულიად კანონიერად ითხოვენ, თუ არ ვცდები ამ ქალბატონმა ასეთი 25 - 000 მოთხოვნა დაბლოკა, დაუსაბუთებელი მიზეზით.
ამიტომაც თქვენ მინდა მოგიწოდოთ და გთხოვოთ, როგორც საქართველოს პრემიერ მინისტრს, დაინტერესდით საკითხით, ხოლო პრობლემის მოგვარება მხოლოდ თქვენი უშუალო ჩართულობით მიმაჩნია შესაძლებელი."
წერს - ზეზვა ჩანქსელიანი
2026-04-25
2026-04-24
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-21
2026-04-21
2026-04-20
2026-04-19