ოლიგარქი _ ტერმინი პირველად ძველ საბერძნეთში უხსენებიათ და ის გულისხმობს ერთი ან მეტი პირის მიერ ხელისუფლების საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენებას.
ტერმინ ოლიგარქს დღეს ინგლისური ენის მცოდნე უწიგნურთა ბრბო, რომლებიც თავიანთ თავს ოპოზიციას უწოდებენ, სიტყვის მასალად იყენებენ, გაუთვითცნობიერებელი ადამიანების დასაბნევად და მათში აგრესიის გამოსაწვევად.
აგრესიული მასა კი რასაც მოიწადინებს, მშვენივრად მოგეხსენებათ.
აგრესია იწვევს, რევოლუციებს, ომს, ბრძოლას, დაპირისპირებას, რადგან... აგრესია არის წარმოშობილი შიშისგან, შეშინებული ადამიანი, როგორც ცხოველი, თავდაცვას ცდილობს და ამას აგრესიულად, ანუ დაპირისპირებით და ბრძოლით გამოხატავს.
აი, რა აქვთ გათვლილი.
აი, საითკენ მიდის ნაცების და მათ წამქეზებელთა უკუღმართი ზრახვები...
მაგრამ, მოდით, შორს აღარ წავიდეთ და „ჩვენს“ ოლიგარქზე გეტყვით ორიოდე სიტყვას.
ბიძინა ივანიშვილის ქონება საქართველოს ბიუჯეტზე ოთხჯერ თუ ხუთჯერ მეტია, მას თავისი კაპიტალდაბანდების უდიდესი ნაწილი საქართველოს გარეთ აქვს, რაში უნდა დასჭირდეს საქართველოს ძარცვა ან მისი ბიუჯეტის შემოსავლები?
ფილანტროპი, ქველმოქმედი, ალტრუისტი _ ბიძინა ივანიშვილის დახასიათებისთვის პირდაპირ მინიშნებებს შეიცავს.
ქვემოთ ჩამოთვლილი მაქვს ნაწილი მის მიერ საქართველოში განხორციელებული ქველმოქმედებებისა, ყველას ვერც მოვიძიებთ და არც არის ოფიციალურად გაცხადებული, ამ ადამიანმა რამდენი და რა სახის დახმარება გაუწია ქვეყანას და ადამიანებს.
ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი კი არა, ქველმოქმედია, ქველმოქმედი და ეს მის მიერ გაკეთებული საქმიანობიდან, მისი ცხოვრებიდან მტკიცდება
ბიძინა ივანიშვილის პირადი ხაჯებიდან: კაპიტალური სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჩაუტარდა თბილისის შოთა რუსთაველის, ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრს, კ. მარჯანიშვილის, მ. თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა, ა. გრიბოედოვის, ვ. აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის, ნ. დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა და რ. გაბრიაძის მარიონეტების თეატრებს, თბილისის საკონცერტო დარბაზისა და ჯ. კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრს.
მის სახელს უკავშირდება ბათუმის, ზუგდიდის, ოზურგეთის და თბილისის სომხური თეატრების რეაბილიტაცია, იწყება თბილისში აზერბაიჯანული თეატრის მშენებლობა.
აღდგენილია ს. ჯანაშიას სახელობის ეროვნული მუზეუმი, გ. ბააზოვის სახ. ებრაელთა მუზეუმი, ა. წერეთლის, ი. ჭავჭავაძის, ვ. მაიაკოვსკის სახ. მუზეუმები. წლების განმავლობაში ფონდი ახორციელებს ამ თეატრებისა და მუზეუმების პერსონალის ფინანსური მხარდაჭერის პროგრამას, მატერიალურ დახმარებას უწევს საქართველოს ლიტერატურის, ხელოვნებისა და კულტურის გამოჩენილ მოღვაწეებს (ფონდი „ქართუს„ მეშვეობით, რომელიც ივანიშვილმა მეუღლესთან ერთად დააარსა)
რეაბილიტაცია ჩაუტარდა 700-ზე მეტ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს. მათ შორის, კუმურდოს, კაცხის, გერგეტის სამებას, ასპინძის, უფლისციხეს, სვეტიცხოველს, ვარძიას და სხვებს, ეტაპობრივად ხორციელდება „ქართუს“ მიერ დაგეგმილი ყველა ისტორიულ-კულტურული ძეგლის აღდგენა. უდიდესი ფინანსური წვლილი აქვს შეტანილი სამების საკათედრო ტაძრის მშნებლობაში.
მრავალი წლის განმავლობაში აფინანსებს სპორტის სხვადასხვა პოპულარულ სახეობებს (ჭიდაობა, ძიუდო, სამბო, ტაიკვანდო, კარატე, კრივი, ტანვარჯიში, ჭადრაკი, წყალბურთი, ხელბურთი, ჩოგბურთი, ფეხბურთი, ფარიკაობა და სროლა). მატერიალურ დახმარებას უწევს საქართველოს რაგბის კავშირსა და რაგბის ეროვნულ ნაკრებს.აშენდა რამდენიმე სტადიონი და სარაგბო ბაზა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში
ფულადი დახმარება ეძლევათ ქართველ ოლიმპიელ ჩემპიონებს, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების ოქროს მედალოსნებსა და ვეტერან სპორტსმენებს.
საქართველოს საჩუქრად გადასცა 400 ტრაქტორი სრული სახნავ-სათესი აღჭურვილობით.
მომდევნო წლებში „ქართუმ“ განახორციელა მასშტაბური პროექტი ქართული ადგილობრივი ჯიშების გადარჩენისათვის. ამ მიზნით სოფლებში – ჯიღაურასა და წილკანში შექმნილმა აგრარულმა მეურნეობებმა ააღორძინა ქართული ვაზის 440 და ხეხილოვანი კულტურების ათეულობით ენდემური ჯიში. ასევე საზღვარგარეთიდან შემოიტანა ვაზისა და ხეხილის უცხოური პერსპექტიული ჯიშები, მოხდა მათი აპრობირება ქვეყნის რეგიონებში და ადაპტირებული ჯიშების შეთავაზება ადგილობრივი ფერმერებისთვის.კერძოდ, ჯიღაურას ბაზის დახმარებით შეიქმნა რამდენიმე სანერგე მეურნეობა, რომლებმაც უსასყიდლოდ მიიღეს ნერგები, საძირე და საკვირტე მასალა.
აღდგენილია და გენეტიკურ ბანკში დაცულია ერთწლოვანი კულტურების 100-მდე ჯიში-პოპულაცია. გამართულია ელიტური კარტოფილის სანერგე მასალის წარმოების სრული სისტემა. ამ ბაზებიდან სანერგე და სათესლე მასალა წლების განმავლობაში უსასყიდლოდ გადაეცემოდა ფერმერებს (სანერგე მეურნეობების მოწყობის მიზნით), ხოლო ასობით ტონა მოწეული ყურძენი, სხვადასხვა ხილი და ბოსტნეული – მოხუცებულთა და უპატრონო ბავშვთა სახლებს.
საჩხერეში აშენდა თანამედროვე სამედიცინო ცენტრი, რომელიც გადაეცა სახელმწიფოს. დაბა ურეკსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორითში მოეწყო და სახელმწიფოს გადაეცა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრები. ჩაუტარდა რემონტი და აპარატურით აღიჭურვა თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო. საყოველთაო სახელმწიფო დაზღვევის ამოქმედებამდე, ფონდ "ქართუს" მიერ დაფინანსებით ასეულობით ადამიანი გაიგზავნა საზღვარგარეთ რთული ოპერაციების ჩასატარებლად.
ფონდი "ქართუს" დაფინანსებით აშენდა, კაპიტალურად შეკეთდა და კომპიუტერებით აღიჭურვა ასობით საჯარო სკოლა. გარემონტდა და ტექნიკურად აღიჭურვა თსუ-ის I კორპუსი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, სამხატვრო აკადემიის სასწავლო კორპუსი, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მე-3 კორპუსი, დაარსდა თბილისში ფრანგული სკოლა. ფონდი ფინანსურ დახმარებას უწევს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიას. 2016 ფონდმა დაიწყო ახალი მასშტაბური სამეცნიერო-საგანმანათლებლო პროექტის განხორციელება – ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა.ფონდის დაფინანსებით მეგაპროექტი ითვალისწინებს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და ადრონული ამაჩქარებლის აგებას. მრავალმხრივი დანიშნულების ცენტრი განახორციელებს სასწავლო-საგანმანათლებლო საქმიანობას, ასევე ფუნდამენტურ და გამოყენებით სამეცნიერო კვლევებს შემდეგი მიმართულებებით: ფიზიკა, ბიოლოგია, ქიმია, ინჟინერია, კომპიუტერული მეცნიერებები, მედიცინა და სხვ. სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი აღჭურვილი იქნება ულტრათანამედროვე ლაბორატორიებით, მ. შ. კრისტალების ცენტრით, ბიოფიზიკის, იზოტოპების, დაბალი ტემპერატურის ლაბორატორიებით და სხვ. ცენტრს ასევე ექნება მნიშვნელოვანი სამედიცინო პოტენციალი – მის ბაზაზე შესაძლებელი გახდება ადრონული თერაპიის მეშვეობით მძიმე ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტების მკურნალობა.
ბიძინა ივანიშვილის პირადი თანხებიდან რეაბილიტაცია ჩაუტარდა ბათუმის დელფინარიუმს, ზღვისპირა რეგიონში მოეწყო თემატური პარკები, ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების მინიატიურების პარკი. გურიისა და აჭარის საზღვართან ფონდის მიერ აშენდა გასართობი ცენტრი "ციცინათელა", ბაკურიანში – ახალი სათხილამურო კომპლექსი "დიდველი". გურიის რეგიონში აშენდა და შემდეგ სახელმწიფოს გადაეცა ულტრათანამედროვე საკონცერტო დარბაზი "ბლექ სი არენა"("Black Sea Arena"), რომელიც გათვლილია 10 ათას მაყურებელზე.
ფონდის პროგრამებით შენარჩუნდა და აღორძინდა რამდენიმე ბოტანიკური ბაღი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ლაგოდეხის, ვაშლოვნისა და თუშეთის ეროვნულ პარკების ინფრასტრუქტურას, კეთილმოეწყო ბუნების ძეგლი – ყუმისთავის მღვიმე.
საერთაშორისო აუქციონებზე ფონდმა შეიძინა ნიკო ფიროსმანის ფერწერული ტილოები(„შველი წყლის პირას“ და "არსენალის მთა ღამით" ) და საჩუქრად გადაეცა ეროვნულ მუზეუმს.
ფონდს სოლიდური წვლილი შეაქვს ქართული ჯარისა და პოლიციის რეფორმის დაფინანსებასა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნაში.
საჩხერის მუნიციპალიტეტში მოწესრიგდა ინფრასტრუქურა, გადაიხურა 12652 საცხოვრებელი სახლი, გარემონტდა და აშენდა ასობით საცხოვრებელი სახლი, მოხდა მუნიციპალიტეტის სოფლების სრული გაზიფიცირება.
როგორც გითხარით, ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ საქმიანობისა, რასაც ბიძინა ივანიშვილი წლოების განმავლობაში ახორციელებს საქართველოში საკუთარი ხარჯებით.
ესაა შიდა მტრების გამწარების მიზეზი.
ამას უწოდებენ ოლიგარქს.
მაგათი „წმინდანი“ კი „ვივამედში“ გორაობს, ჭირვეულობს, ხან კვდება, ხან _ რჩება, ხან სუნიან კალათბურთს თამაშობს და იქედან ცდილობს არეულობის მოწყობას მსოფლიოში არსებულ ურთულეს პოლიტიკურ სიტუაციაში ბეწვის ხიდზე მოსიარულე საქართველოში...
2026-04-25
2026-04-24
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-21
2026-04-21
2026-04-20
2026-04-19