img1


შეერთებულ შტატებს ერთი ნაბიჯი აშორებს მსოფლიო ომს, რომელიც შეიძლება წააგოს

Foreign Policy წერს, რომ მსოფლიოს სამი ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული რეგიონიდან ორში უკვე არის სერიოზული კონფლიქტები, რომლებიც აშშ-ს ყურადღებას საჭიროებს. და თუ ჩინეთი გადაწყვეტს თავდასხმას ტაივანზე, სიტუაცია შეიძლება სწრაფად გადაიზარდოს გლობალურ ომში სამ ფრონტზე, პირდაპირ თუ ირიბად, შეერთებული შტატების მონაწილეობით.

 

 „თუ ჩინეთი თავს დაესხმება ტაივანს, შეერთებულ შტატებს გაუჭირდება თავდასხმის მოგერიება, ხოლო უკრაინისა და ისრაელისთვის მხარდაჭერის გაგრძელება“, - ნათქვამია სტატიაში.