გვარამიას რომ შეხედავ, ჯერ ფიზიონომიისთვის ეკუთვნის სასჯელი და არა ჯილდო, მაგრამ, მე სხვა რამე მაინტერესებს: ამერიკა_ევროპაში ერთი კაცი როგორ ვერ მოიძებნა, უძველესი და პატივსაცემი ქართული დამწერლობის მცოდნე. ქართული რომ იქ ვინმემ იცოდეს, არ მგონია, გვარამიასთვის ჯილდო მიეცათ_ ერთხელ მაინც რომ მოესმინათ მისი ლექსიკონისთვის. რაც მაგან ეთერებში იგინა, რა ფეკალიები და ექსკრემენტები ახსენა, რა სქესობრივი აქტების სახესხვაობანი, რამდენჯერ და რა ფორმით აღარ მოიხსენია ღრმად პატივცემული ფალოსი, ფალოსმა, ფალოსს და ა. შ. ესაა, ხალხო, ჟურნალისტიკა? ამის გამო ანიჭებენ ჯილდოებს დიდად ძვირფასი სტრატეგიული პარტნიორები?
ზრდილობა გვღუპავს ჩვენ, ქართველებო, ნამუსი და ტრადიცია _ შეხეთ, ჩვენს ნიკუტასა, ჩაგი@ვით ღვინოში, @ლექალა, მოგი@ანთ პატრიოტიზმი, ასე შემდეგ და ამგვარად ვილაპარაკოთ, ჯერ დაგვაჯილდოებენ, მერე კი ევროკავშირშიც დაფა_ზურნით შეგვაგრიალებენ. ნიკუტა წინ იქნება, ჩვენ უკან მივყვეთ...
2026-04-25
2026-04-24
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-21
2026-04-21
2026-04-20
2026-04-19