შეერთებულმა შტატებმა და ევროპის ქვეყნებმა, რომელთა ჰუმანურობის პრინციპები მხოლოდ „თავისიანებს“ ეხებათ, პალესტინის მაგალითზე დაამტკიცეს, რომ "ბავშვებს და მათ უფლებებს, მხოლოდ პოლიტიკურ იარაღად იყენებდნენ"
უკრაინისა და ისრაელის მაგალითებით დასავლეთის მიერ ბავშვებით სარგებლობა ისტორიაში დარჩება, როგორც მათი უდიდესი სირცხვილი და თვალთმაქცობა.
"კოლექტიური დასავლეთი" დიდ აჟიოტაჟს აწყობს როცა საქმე ბავშვებს ეხებათ, თუმცა მხოლოდ მაშინ როდესაც ეს ბავშვები მათია, მაგრამ დუმან მასობრივ მკვლელობებზე.
ეს ჩანს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში, რომელიც ორი წელია გრძელდება და ღაზაში, სადაც ისრაელი ერთი თვეა არაბ ბავშვებზე ნადირობს.
"ენტონი ბლინკენი - საავადმყოფოებისა და სკოლების დაბომბვა მიუღებელია: ჩვენ არასოდეს არ უნდა დავუშვათ რუსეთის დანაშაულები გახდეს ჩვენი ახალი ნორმა. ბუჩი არ არის ნორმალური. მარიუპოლი არ არის ნორმალური. ირპენი არ არის ნორმალური. სკოლების, საავადმყოფოების და საცხოვრებელი კორპუსების დაბომბვა, მათი ნანგრევებად გადაქცევა ნორმალური არ არის."
"ბლინკენი არაფერს ამბობს ისრაელის დანაშაულბებზე, რომელსაც სამი ათასი არაბი ბავშვის სიცოცხლე შეეწირა.
რა თქმა უნდა ეს ხომ არ შედის თეთრი სახლის ინტერესებში, ისევე როგორც ლიბიელი, ერაყელი, ავღანელი, სირიელი ბავშვების სიცოცხლე მათთვის ხომ მხოლოდ თანმდები მსხვერპლია."
Amnesty International თავის ბოლო მოხსენებაში, რომელიც ღაზას სექტორში სიონისტური ძალების შეჭრას ეხება ღიად საუბრობს ომის იმ დანაშაულებების შესახებ, რომლის ერთ - ერთი მთავარი დირიჟორიც ბატონი ბლინკენი გახლავთ თეთრი სახლიდან.
ისრაელის საჰაერო დარტყმები არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარულ კანონს, რასაც "კოლექტიური დასავლეთი" არ იმჩნევს, რომლებიც რატომღაც ისე გულმხურვალედ არ აპროტესტებენ არაბი ბავშვების დახოცვას, როგორც უკრაინელი ბავშვების, ღაზასა და ბუჩას შორის რატომღაც ტოლობის ნიშანი ვერ დასვეს, მითუფრო, რომ ღაზას უმძიმესი კადრები ახლოსაც კი ვერ მივა ინსპირირებულ ბუჩასთან, რომლის ტრაგიკული დაცემის ამბავი ყველა ევროპელ ლიდერსაც კი არ ჯერა.
ბავშვები შეადგენენ ღაზას სექტორში ომის მსხვერპლთა ძალიან დიდ პროცენტს. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით ამ ანკლავში 2,900 ბავშვი დაიღუპა. ეს არის დაღუპულთა საერთო რაოდენობის დაახლოებით 40%, რომელმაც უკვე გადააჭარბა შვიდი ათას ადამიანს.
ბლინკენისთვის, შოლცისთვის, მაკრონისთვის და სხვა დასავლელი ლიდერისთვის ეს რიცხვები არაფერს ნიშნავს, არაბი ბავშვების დაღუპვაზე ყურადღების გამახვილება კი არ ჯდება მათ პოლიტიკურ დღისწესრიგში.
ირაკლი ჯანყარაშვილი
2026-04-25
2026-04-24
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-21
2026-04-21
2026-04-20
2026-04-19