თურქული უპილოტო თვითმფრინავი, რომელიც ძალიან მიუახლოვდა ამერიკულ ჯარებს სირიაში, ჰასაკაში, ამერიკელმა სამხედროებმა ჩამოაგდეს.
მიუხედავად არა ერთი გაფრთხილებისა საფრენ აპარატს შეეწყვიტა მანევრირება აშშ - ს სამხედრო ძალებს თავდაცვის მიზნით მაინც მოუხდათ ჩამოეგდოთ უპილოტო თვითმფრინავი.
Associated Press-მა ინციდენტის შესახებ შეიტყო ორი ამერიკელი ჩინოვნიკისგან, რომელთაგან ერთ-ერთმა თქვა, რომ თვითმფრინავი შეიარაღებული იყო.
ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ თვითმფრინავის ჩამოგდება მას შემდეგ
მოხდა რაც თურქული მხარე არა ერთხელ იქნა გაფრთხილებული.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის სპიკერმა ბრიგ. გენერალმა პეტ რაიდერმა ხუთშაბათს დაადასტურა, რომ აშშ-მ თვითმფრინავი თავდაცვის მიზნით ჩამოაგდო.
აშშ და თურქეთი ნატოს მოკავშირეები არიან და მათი სამხედროები ხშირად ერთად მუშაობენ საჰაერო მანევრების კოორდინაციაში, რამაც უპილოტო თვითმფრინავის მოქმედებები შემაშფოთებელი გახადა.
ამჟამად აშშ-ს სირიაში 900-მდე ჯარისკაცი ჰყავს, რომლებიც ებრძვიან ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებს.
2026-09-16
2026-09-15
2026-09-15
2026-09-15
2026-09-14
2026-09-13
2026-09-07
2026-09-04
2026-08-25
2026-08-25