სამართალიციცინო შავაძე 2008 წელს სადისტურად მოკლული როინ შავაძის მეუღლეა. ჩვენი მეგობარი. უაღრესად ღირსეული, თავდადებული, მამაცი ადამიანი. წარმოუდგენლად მძიმე, ჯოჯოხეთური გზა გაიარა, ვიდრე 2023 წლის 28 ივლისი დადგა. ამ დღეს როინ შავაძის წამებასა და მკვლელობაში მონაწილე 10 პირი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა. 10 კაციანი ჯგუფიდან 8 უკვე დაკავებულია. მრავალი წელი ელოდა ციცინო შავაძე როინის საქმის გამოძიებას. სამართალი წლების მერე დადგა, მაგრამ დადგა და, ალბათ, გამოძიება დანაშაულის დამკვეთებზეც გავა. იმედია, ამასაც 15 წელი არ დასჭირდება. 2008 წლიდან დღემდე ციცინოს თვალს ცრემლი არ შეშრობია. 2010 წელს ერთად ვიყავით ბრიუსელში, ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე. დავით თარხან- მოურავი იყო ამ შეხვედრის ორგანიზატორი. როცა როინ შავაძის მკვლელობაზე ლაპარაკობდა, ცხელი, ადუღებული ცრემლი ცვიოდა ციცინოს თვალებიდან. მაშინ ბრიუსელს სჯეროდა, რომ საქართველო რეფორმების ქვეყანაა და არ სჯეროდა, რომ "რეფორმების" ამ ქვეყანაში უდანაშაულო ადამიანებს კლავდნენ და აწამებდნენ. ჩვენ კი არ ვიღლებოდით, ჩავდიოდით ბრიუსელსა და სტრასბურგში დოკუმენტური ფილმებით, ფაქტებით, მტკიცებულებებით და ვეძებდით მხარდაჭერას. 2023 წლის 28 ივლისი ციცინო შავაძის გამარჯვების დღეა, როინ შავაძის სიმართლის გამარჯვების დღეა. ასე დაანგრიეს ბედნიერი ადამიანების ცხოვრება. ახლა ციცინო შავაძეს ეკრანიდან ის ხალხი ელაპარაკება დემოკრატიაზე და მაღალ ღირებულებებზე, როინ შავაძის მკვლელობაზე ხმა რომ არ ამოუღია. მეტიც, ზოგიერთები ამართლებდნენ ამ დანაშაულს. ზოგიერთები თავად იყვნენ შემსრულებლები და დამკვეთები.
არ ვიცი, რა ვთქვა. ამ წლებში ყველაფერი ნათქვამი მაქვს ტელეეკრანიდან, სოციალური ქსელიდან, ქუჩის საპროტესო აქციებიდან, პარლამენტის ტრიბუნიდან...
- წერს ირმა ინაშვილი
2026-04-18
2026-04-18
2026-04-18
2026-04-17
2026-04-17
2026-04-15
2026-04-15
2026-04-15
2026-04-14
2026-04-14