"ყველას აქვს უფლება იყოს ბედნიერი, ამ ბედნიერებისკენ სწრაფვაში თუ მისი არჩევანია, რომ ჰყავდეს იგივე სქესის პარტნიორი, ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ."_ ამ დღეებში თქვა ხათუნა სამნიძემ
ჯერ „ნაცმოძრაობა“ რა არის, რომ გულშემატკივრობს სამნიძე და მერე სრულიად გაფარჩაკებული, სული რომ არ უდგას ისეთი „რესპუბლიკური პარტია“ _ ამ პოლიტიკურ ჯგუფებში მობორიალე ადამიანი თავს ავტორიტეტად თვლის და ლგბტ პირებს სოლიდარობას უცხადებს.
ჩამოვიდა „გოროდში“ _ თბილისში და თავი ვიღაცა ჰგონია.
_ იცით, ქალბატონო, თქვენ, რომ თქვენი შეხედულება ხალხს, საზოგადოებას, ელექტორატს სულ ცალ წიხლზე რომ ჰკიდია?
ერთხელ პირად საუბარში ლგბტ+ პროპაგანდისტმა და დამცველმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ თქვა: მე არათუ მარიხუანას ვეწევი, არამედ სიგარეტიც კი არ გამისინჯავსო, ცოლიც მყავს და ტრადიციული ოჯახიცო... გესმით? _ ტრადიციულიო...
ზუსტად ვიცი, ასე ფიქრობს სამნიძეც _ მისი შვილი რომ ბიჭზე გათხოვდეს, ალბათ, ჭოროხში დაიხრჩობს თავს...
„აყვავილდა „ვიშნა“ ბალი, ნენემ დიმილიშნა ქალი“, _ ეს აჭარული ფოლკლორული სიმღერა ალბათ სამნიძეს ფსიქოლოგიური ზეწოლა ჰგონია, რადგან ნენე (დედა) ვაჟს ცოლის _ ქალის მოყვანაში ეხმარება...
თავსხლაფი დაასხა ძირძველ აჭარლებს სამნიძემ.
სირცხვილი და თავის მოჭრა.
■ ირაკლი ჯანყარაშვილი
2026-09-16
2026-09-15
2026-09-15
2026-09-15
2026-09-14
2026-09-13
2026-09-07
2026-09-04
2026-08-25
2026-08-25