img1


ეგვიპტელი ინვესტორი, რომლის ქონებაც დოკუმენტების მიხედვით ერთი ოჯახის გარშემო გაიფანტა. ქართველი პარტნიორები, რომელთა წილიც 300 ლარად „გაიყიდა“

ნანგრევებიდან მორალის გაკვეთილი

ეგვიპტელი ინვესტორი, რომლის ქონებაც დოკუმენტების მიხედვით ერთი ოჯახის გარშემო გაიფანტა.

ქართველი პარტნიორები, რომელთა წილიც 300 ლარად „გაიყიდა“.

დოკუმენტები, რომელთა ნამდვილობაზეც ექსპერტიზამ ისაუბრა.

ათობით მოქალაქე, რომლებმაც ბინები იყიდეს და დღეს თავს მოტყუებულად თვლიან.

კომპანია, რომელიც შენდებოდა და დღეს ბანკის ვალებში, დავებსა და ყადაღებში დგას.

 

და ამ ნანგრევებზე მდგომი ადამიანები დღეს პროკურატურას მორალზე ელაპარაკებიან.

 

იმ სტრუქტურას, რომელმაც ეს ყველაფერი გამოიძია. რომელმაც მათ ბრალი წარუდგინა ჯგუფურ თაღლითობაში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით. რომელმაც საქმე სასამართლოს გადასცა.

 

პროკურორები „რობოკოპები“ არიან, მოწმეები „მატყუარები“, ჟურნალისტი „მჯღაპნელი“. ერთადერთი, ვინც მათი ლოგიკით სუფთაა, თავად არიან.

 

ბრალდებულს უფლება აქვს თავი იმართლოს. მას ამის სასამართლოში ყველა შესაძლებლობა აქვს. მაგრამ სამართალს მორალს ვერ ასწავლის ის, ვისაც დოკუმენტებზე პასუხის ნაცვლად ფეიქ-პროფილები, მუქარები და შიმშილობის ანონსი აქვს.

 

სასამართლო დაადგენს, ვინ ვინ არის. მანამდე კი მორალის გაკვეთილს ნანგრევებიდან ნუ ჩაატარებთ.

 

ირაკლი ჯანყარაშვილი