„დასავლურ პოლიტიკურ სივრცეში უკვე წლების განმავლობაში დამკვიდრდა მიზანმიმართული პრაქტიკა, როდესაც საქართველოს სამართალდამცავი სისტემისგან მიმალული თუ ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედი პირები დასავლეთის სხვადასხვა ქვეყანაში პოულობენ თავშესაფარს. მათ ფორმალურად ანიჭებენ ეგრეთ წოდებული პოლიტიკური დევნილის სტატუსს, რეალურად კი ამ რესურსს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ საინფორმაციო თუ პოლიტიკური ბერკეტად იყენებენ.
მსგავსი პრეცედენტები ცხადყოფს, რომ ამ პირთა უმრავლესობას საქართველოში რეალური პოლიტიკური ან სამართლებრივი დევნა არ განუცდია და მათ ეს სტატუსი მხოლოდ პირადი ინტერესებისა და გარე დაკვეთების შესასრულებლად დასჭირდათ. მათი მუდმივი ანტისახელმწიფოებრივი რიტორიკა და დესტრუქციული ქმედებები აჩენს მყარ ეჭვს, რომ ისინი შესაძლოა დაკავშირებული იყვნენ კონკრეტული ევროპული ქვეყნების (კერძოდ, ფრანგული და პოლონური) სპეცსამსახურების ინტერესებთან და მათი კოორდინაციითა და მხარდაჭერით ცდილობდნენ საქართველოს შიდა პოლიტიკური სტაბილურობის შერყევას.“
ნატა ვიბლიანის საქმემ და მასში ჩართულმა დესტრუქციულმა აქტორებმა კიდევ ერთხელ გამოკვეთა ჰიბრიდული ომის მეთოდები, რომლებსაც უცხოური ძალები ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ იყენებენ.
ეს ყველაფერი წარმოადგენს საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული, ტრადიციებისა და ეროვნული ღირებულებების მატარებელი კუთხის სვანეთისა და სვანების მიზანმიმართული დისკრედიტაციის მორიგ მცდელობას.
დიდი ხანია უკვე, რაც საქართველოში დასავლური სპეცსამსახურები სისტემურად მუშაობენ ჩვენი ქვეყნის ძირითადი ინსტიტუციების წინააღმდეგ, განსაკუთრებული დარტყმა კი მიმართულია ქართული ეკლესიისა და სულიერი ფასეულობების დასანგრევად. მათი მიმდინარე პოლიტიკური ამოცანაა საქართველოში მცდარი და მანიპულაციური სურათის დახატვა თითქოს სვანები პედოფილები და მოძალადეები არიან. ამ მძიმე და ცილისმწამებლური ბრალდებების ხელოვნური ტირაჟირებით ისინი ცდილობენ საზოგადოების დეზორიენტაციას, რასაც შემდგომში საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ახალი შიდაპოლიტიკური დაძაბულობისა და პროვოკაციების მოწყობა უნდა მოჰყვეს.
ამ ანტისახელმწიფოებრივ პროცესში განსაკუთრებული პოლიტიკური ყურადღება ეთმობა დავით ნემსაძის ფიგურას. იგი საფრანგეთიდან გამუდმებით, სისტემატურად ესხმის თავს საქართველოში არსებულ სახელმწიფო ინსტიტუციებსა და მმართველ პარტიას. მეტიც, ყურადღებას იქცევს ის ფაქტი, რომ დავით ნემსაძე საფრანგეთში ოფიციალურად დასაქმებულია საჯარო სამსახურში, (რასაც თავადვე ადასტურებს) ცხადია, რომ ყოფილ სამხედროს უცხო ქვეყანაში ასეთ პოზიციაზე ბუნებრივად და ყოველგვარი ხელშეწყობის გარეშე არავინ დაასაქმებდა, რომ არა ფრანგული სპეცსამსახურების პირდაპირი მფარველობა, გავლენა და ის გარემოება, რომ იგი რეალურად მათ დაკვეთებს ასრულებს.
პოლიტიკურ მოზაიკას სრულყოფს მისი ძმის, ერმილე ნემსაძის საქმიანობაც. ერმილე ნემსაძე საქართველოში სწორედ დასავლური და უცხოური სპეცსამსახურების უშუალო დავალებითა და კოორდინაციით მტრობს პატრიარქსა და ეკლესიას, ცდილობს რა ქართული სახელმწიფოებრიობის მთავარი საყრდენისა და იდენტობის ფუნდამენტის შერყევას.
ამ მავნებელურ კამპანიაში მათთან ერთად აქტიურად არიან ჩართულნი:
* საქართველოდან გაქცეული კუდ-ის ყოფილი აგენტები;
* აგენტურული ოპოზიციის ადგილობრივი აქტივისტები.
მათი კოორდინირებული და ერთობლივი მოქმედება ქმნის მასშტაბურ საინფორმაციო ფონს, რომელიც მიმართულია ქვეყნის შიგნით დესტაბილიზაციისკენ. ვიბლიანის რეზონანსული საქმე კი შესანიშნავ ჰიბრიდულ ინსტრუმენტს წარმოადგენს ფრანგულ-პოლონური და სხვა დასავლური სპეცსამსახურების ხელში, რომლითაც ისინი ცდილობენ ტრადიციული უპირატესობის მქონე რეგიონების იმიჯის შელახვას და საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მორიგი დარტყმის მიყენებას.
ირაკლი ჯანყარაშვილი
2026-07-23
2026-07-21
2026-07-20
2026-07-18
2026-07-17
2026-07-16
2026-07-16
2026-07-15
2026-07-13
2026-07-13