img1


ᲙᲘᲔᲕᲘᲡ ᲡᲣᲞᲔᲠᲛᲐᲠᲙᲔᲢᲔᲑᲨᲘ ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲪᲘᲘᲡ ᲛᲘᲬᲝᲓᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲤᲔᲠᲮᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ ᲘᲣᲬᲧᲔᲑᲘᲐᲜ

ადგილობრივი მედიის ცნობით, რუსეთის ბოლო დარტყმების შემდეგ კიევში საკვებისა და სხვა ყოველდღიური მოხმარების პროდუქციის მიწოდებაში შეფერხებები შეინიშნება.

 

პრობლემების შესახებ, გავრცელებული ცნობებით, საუბარია რამდენიმე მსხვილ სავაჭრო ქსელში, მათ შორის:

 

Silpo

NOVUS

Fora

 

მედიის ცნობით, თავად სუპერმარკეტების წარმომადგენლებმაც დაადასტურეს, რომ გარკვეული პროდუქციის მიწოდებასთან დაკავშირებით პრობლემები არსებობს.

 

ამ ეტაპზე საუბარია ცალკეული პროდუქციისა და მიწოდების ჯაჭვების შეფერხებაზე და არა კიევში საკვების სრულ დეფიციტზე. სიტუაცია შესაძლოა სწრაფად შეიცვალოს ლოჯისტიკისა და ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენის პარალელურად.