ცნობილი ქართველი პოლიტიკური ანალიტიკოსის, დიმიტრი ლორთქიფანიძის
განცხადებით, სამხრეთ კავკასიას აქვს რეალური პოტენციალი, იქცეს დიდი
ევრაზიის ფინანსურ, ენერგეტიკულ და ლოგისტიკურ ცენტრად, თუ რეგიონის
ქვეყნები ერთობლივ სატრანზიტო და ეკონომიკურ პოლიტიკას გაატარებენ.
გამოცემაCaspian Post-თანინტერვიუში დიმიტრი ლორთქიფანიძემ ვრცლად ისაუბრა საქართველოს როლზე ახალი ევრაზიული სატრანზიტო მარშრუტების ფორმირების პროცესში,
რეგიონულ დაკავშირებადობაზე და გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე.
გეოგრაფიული მდებარეობა, როგორც პოლიტიკური კაპიტალი
ანალიტიკოსის თქმით, ცენტრალური აზიის ქვეყნები (ყაზახეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი) აქტიურად
ეძებენ საექსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაციის გზებს, რათა შეამციროან ეკონომიკური და
პოლიტიკური რისკები. ამ ფონზე, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანზიტო დერეფანი (შუა
დერეფანი) აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით მათთვის მთავარ ალტერნატივად იქცა.
„რაც მეტი ტვირთნაკადი, საინვესტიციო პროექტი და ენერგეტიკული მარშრუტი გაივლის
საქართველოს გავლით, მით უფრო მნიშვნელოვანი ხდება ჩვენი ქვეყანა ისეთი ძირითადი
ძალის ცენტრებისთვის, როგორიცაა ევროკავშირი, ჩინეთი, თურქეთი და ცენტრალური აზიის
სახელმწიფოები.“ — აღნიშნავს დიმიტრი ლორთქიფანიძე.
თუმცა, მისივე შეფასებით, მხოლოდ გეოგრაფიული მდებარეობა საკმარისი არ არის. საქართველოს
ესაჭიროება პორტების, რკინიგზების, ავტომაგისტრალების, საბაჟო ინფრასტრუქტურისა და
ციფრული ლოგისტიკური სისტემების ფუნდამენტური განვითარება. თანამედროვე სატრანზიტო
ქვეყანამ ბიზნესს სიჩქარე, უსაფრთხოება და პროგნოზირებადი ტარიფები უნდა შესთავაზოს.
ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფანი და მრავალვექტორული მიდგომა
მიუხედავად შუა დერეფნის მნიშვნელობისა, ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ქვეყანამ მხოლოდ ერთ
მარშრუტზე არ უნდა შეზღუდოს თავი. სტრატეგიულად მნიშვნელოვანია პარალელური მონაწილეობა
ისეთ გლობალურ ქსელებში, როგორიცაა „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ საერთაშორისო სატრანზიტო დერეფანი (North-South), რომელიც რუსეთს სამხრეთ კავკასიასთან, ირანთან, ინდოეთთან და
სპარსეთის ყურის პორტებთან აკავშირებს ეს საქართველოს დამატებით
ეკონომიკურ სივრცეს, ახალ ფინანსურ ნაკადებსა და ტურიზმის განვითარების პერსპექტივებს მისცემს.
სამხრეთ კავკასია, როგორც დიდი ევრაზიის ეკონომიკური ჰაბი
დიმიტრი ლორთქიფანიძის ხედვით, რეგიონს გააჩნია მყარი ეკონომიკური საფუძველი იმისათვის,
რომ მომავალში გადაიქცეს საბანკო სერვისების, ტვირთების დაზღვევის, ენერგომარაგების,
არბიტრაჟისა და საერთაშორისო ლოგისტიკის რეგიონულ ცენტრად:
•აზერბაიჯანი ფლობს ენერგორესურსებს, ფინანსურ პოტენციალსა და კასპიის ზღვით წვდომას ცენტრალურ აზიაზე.
• საქართველო უზრუნველყოფს შავი ზღვისა და ევროპული ბაზრების წვდომას.
• სომხეთს გააჩნია ადამიანური კაპიტალი და რეგიონულ საწარმოო ჯაჭვებში ჩართვის პოტენციალი.
ამის მისაღწევად კი აუცილებელია რეგიონში ახალი პოლიტიკური კულტურისა და თანამშრომლობის
ჩამოყალიბება. რეგიონის ქვეყნებმა ერთმანეთთან კონკურენციისა და ზეწოლის ნაცვლად,
დაკავშირებადობა საერთო რურსად უნდა განიხილონ, რათა სამხრეთ კავკასიამ დააღწიოს თავი
მუდმივი დაპირისპირების არენის სტატუსს.
2026-07-05
2026-07-03
2026-07-03
2026-07-03
2026-06-27
2026-06-23
2026-06-21
2026-06-21
2026-06-20
2026-06-20