img1


ადვოკატი მარიამ საბიაშვილი ვიბლიანის საქმეზე საზოგადოების რეაქციას ეხმაურება

ვიბლიანის საქმეზე, ცხადია, თვალს ვადევნებ მიმდინარე მოვლენებს. საზარელი ისტორიაა..

მისი ადვოკატი ჩემი მეგობარი ტარიელ (ტატო) კაკაბაძეა. ტატო უზომოდ კარგი ადამიანია და მის პროფესიონალიზმზე აღარც კი ვსაუბრობ..ყველამ კარგად იცის, რამდენად ძლიერი ადვოკატია.. დარწმუნებული ვარ, ამ საქმეშიც ყველაფერს გააკეთებს, რათა სიმართლე დადგინდეს და მშვიდად ვარ, ის რომ საქმეშია 

 

ერთ-ერთ ბრალდებულს მარიამ კუბლაშვილი იცავს. მარიამსაც საკმაოდ ახლოს ვიცნობ და ისიც ძალიან კარგი ადამიანი და პროფესიონალია. 

 

გუშინ მარიამმა ვიდეო ჩაწერა და ამის გამო სოციალურ ქსელში საკმაოდ მძიმე თავდასხმის ობიექტი გახდა საზოგადოების მხრიდან.. 

 

ხალხო, რატომ გავიწყდებათ, რომ ადვოკატები ვართ? ადვოკატის მოვალეობაა დაიცვას თავისი მარწმუნებლის უფლებები, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის ის და რა ბრალდება აქვს წარდგენილი. მე არ ვმუშაობ სისხლის სამართლის მიმართულებით, თუმცა რომ ვმუშაობდე, შესაძლოა მეც დამეცვა თუნდაც დამნაშავე და სწორედ ჩემი თავი დავაყენე მარიამის ადგილას.. ასე უნდა გადავეთელე ვინმეს? ეს რა მარაზმია.. რა ვერ გავიზარდეთ და მოვმწიფდით გონებრივად? 

 

რადგან საქმე საზოგადოებრივი ინტერესის საგანია, მარიამმა საჯაროდ წარადგინა თავის პოზიცია და მართლა ვერ ვხვდები ზედ რატომ გადაუარეთ..

 

თუ ადვოკატი მხოლოდ იმ ადამიანებს დაიცავს, რომლებიც საზოგადოებას მოსწონს, მაშინ ადვოკატურა თავის არსს დაკარგავს. ყველაზე მძიმე ბრალდების მქონე პირსაც აქვს დაცვის უფლება. ეს არ ნიშნავს, რომ ის უდანაშაულოა ან იმას, რომ ადვოკატი მის ქმედებას ეთანხმება. ეს ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში ყველას აქვს სამართლიანი სასამართლოსა და კვალიფიციური დაცვის უფლება.. სწორედ ამ პრინციპზე დგას სამართალი და სამართლიანი სასამართლოს იდეაც.. დანარჩენი (სიმართლე) გამოძიებისა და პროკურატურის სიყოჩაღეზეა დამოკიდებული.. მათ მოკითხეთ პასუხი თუ მტკიცებულებებში ვერ იქნებიან მყარად ან გამოძიება იქნება არაეფექტური.. დამნაშავეების დასჯა სწორედ მათი პასუხისმგებლობაა და ნუ გერევათ ეს რა.. 

 

მარიამ და ტატო, ორივეს წარმატებები თქვენ და ჩემი მხარდაჭერა.. სიმართლე არასდროს იკარგება და ეს ჩვენ, ადვოკატებმა ყველაზე კარგად ვიცით.. თქვენებურად მიყევით…დაე, ვინც დასასჯელია დაისაჯოს, ვინც უდანაშაულო-ის გამართლდეს. 

Mariam Kublashvili Tariel Kakabadze

 

არასდროს ვერიდები პოზიციის დაფიქსირებას, თუ რამე არ მონწონს და ამ შემთხვევაშიც ვაფიქსირებ.

- წერს მარიამ საბიაშვილი