img1


Marissya Wine- ის მწარმოებელის განცხადება

ისე, ერთი სიმართლე უნდა ვთქვა.

 

მართალია, საზოგადოებას ტყუილი უფრო იზიდავს, მაგრამ მე სიმართლის თქმა მირჩევნია.

 

ჩემი ღვინის თემიდან გამომდინარე, დავინტერესდი როგორც ევროპული, ისე რუსული ბაზრით.

 

მოცემულობა ასეთია: 

 

ევროპაში ქართული ღვინო ფართოდ ცნობილი ჯერ კიდევ არ არის, თუმცა მაღაზიებში მეტ-ნაკლებად შეგხვდებათ. ევროპული ბაზრის მთავარი პრობლემა ის არის, რომ თავად ევროპული, მაგ: ფრანგული და იტალიური ღვინოები, რომლებსაც მომხმარებელი კარგად იცნობს, საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად იყიდება. ამიტომ, ქართული ღვინო ევროპელებისთვის ნაკლებად საინტერესოა, შესაბამისად, მოთხოვნაც ნაკლებია. ევროპაში ჯერ კიდევ სამუშაოა ბევრი და ამაზე აუცილებლად უნდა ვიმუშაოთ ყველამ

 

რაც შეეხება რუსულ ბაზარს.. 

რუსებმა ქართული ღვინო (არაყი) კარგად იციან, უყვართ და მოთხოვნაც საკმაოდ დიდია. 

 

ყველაზე მეტად ერთმა ფაქტმა გამაოცა.

 

ერთი მხრივ, ხშირად მესმის განცხადებები, რომ “რუსულ ბაზარზე დამოკიდებულება უნდა დასრულდეს“ და ა.შ. მეორე მხრივ კი, რუსული ბაზარი სავსეა ქართული ღვინით ასევე ნებისმიერი ღვინის (არყის) მწარმოებელი ცდილობს რუსულ ბაზარზე შესვლას და აბა გაბედეთ და ვინმე შემეწინააღმდეგეთ, რომ ეს ასე არ არის 

 

სადაც მოთხოვნაა, ბუნებრივია, ბიზნესი იქ უნდა შევიდეს. თუ ქართული პროდუქცია იყიდება და ამით ქვეყანაში შემოსავალი შემოდის, ასევე სამუშაო ადგილები იქმნება, ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა ამ ფონზე ჩემთვის გაუგებარია მუდმივად ისეთი კატეგორიული განცხადებების კეთება, რაც მესმის ხოლმე თუნდაც ბიზნესმენებისგან და საზოგადოებისგან.. რატომ გეშინიათ ღიად საუბარი?

 

ვიცი, ბევრი ახლა “რუსეთუმეობას“ დამაბრალებს. სამწუხაროდ, ხშირად ასე ხდება როგორც კი რეალობაზე საუბრობ, იარლიყების მიწებება უფრო ადვილია, ვიდრე არგუმენტებზე მსჯელობა.

 

მე კი აუცილებლად ვეცდები შევიდე ნებისმიერ ბაზარზე (ნეტავ შევძლო), რომელიც ჩემს ქვეყანას, ქართულ ბიზნესს და ეკონომიკას განვითარების შესაძლებლობას მისცემს. აი ამას ღიად ვამბობ, ბევრისგან განსხვავებით. 

 

ჩემთვის მთავარი ის არის, რომ საქართველოში მეტი შემოსავალი შემოვიდეს, შეიქმნას სამუშაო ადგილები და ქართული პროდუქცია რაც შეიძლება მეტ ბაზარზე იყოს წარმოდგენილი, რათქმაუნდა ევროპაშიც, მაგრამ ახლა იმ რეალობაზე ვსაუბრობ, რაც არის.. 

 

გყვარობთ 

- წერს მარიამ საბიაშვილი