img1


ქართული ტრადიციული მუსიკა ფინეთის საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალზე გაიჟღერებს! | გალობის უნივერსიტეტი

13-19 ივლისს გალობის უნივერსიტეტის გუნდი ფინეთში, Kaustinen Folk Music Festival-ში მიიღებს მონაწილეობას.

 

1968 წლიდან დღემდე კაუსტინენის ფესტივალი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და ხანგრძლივი ისტორიის მქონე ფოლკლორულ-მუსიკალურ ღონისძიებად მიიჩნევა. ფესტივალი ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყნის შემსრულებლებს, მკვლევრებსა და ფოლკლორის მოყვარულებს აერთიანებს.

 

ფესტივალის ფარგლებში გალობის უნივერსიტეტის გუნდი საერთაშორისო აუდიტორიას ქართულ ტრადიციულ მუსიკას წარუდგენს, გაეცნობა სხვადასხვა ქვეყნის ფოლკლორულ კულტურას, მონაწილეობას მიიღებს ვორკშოპებში, სემინარებსა და შემოქმედებით კოლაბორაციებში.

 

ფესტივალში მონაწილეობა მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა საერთაშორისო გამოცდილების მიღების, პროფესიული კავშირების გაღრმავებისა და ქართული ტრადიციული მუსიკისა და კულტურის ღირსეულად წარმოჩენისთვის მსოფლიო სცენაზე.

 

მხარდამჭერები: საქართველოს კულტურის სამინისტრო, ფონდი „ქართული გალობა“. 

 

საქართველოს კულტურის სამინისტრო

ფონდი ქართული გალობა / Georgian Chanting Foundation 

#გალობისუნივერსიტეტი

#kaustinenfmf2026