img1


დიდი სიხარულით გაცნობებთ, რომ გამოიცა დიდი ქართველი კომპოზიტორის, იოსებ კეჭაყმაძის თხზულებათა სრული კრებულის 5 ტომი | გალობის უნივერსიტეტი

ეს გამოცემა მნიშვნელოვანი ნაბიჯია იოსებ კეჭაყმაძის უნიკალური მუსიკალური მემკვიდრეობის დაცვის, შენარჩუნებისა და მომავალი თაობებისთვის გადაცემის გზაზე. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ კრებულებში შესული ნაწარმოებების ნაწილი პირველად ქვეყნდება და პირველად ხდება ხელმისაწვდომი ფართო მუსიკალური საზოგადოებისთვის.

 

პროექტი საქველმოქმედო ფონდ „ქართულ გალობასა“ და კომპოზიტორის ქალიშვილს, ეკატერინე (კატო) კეჭაყმაძეს შორის თანამშრომლობით განხორციელდა (2023).

 

 განსაკუთრებული მადლობა კატო კეჭაყმაძეს ამ უმნიშვნელოვანესი საქმისთვის, წლების განმავლობაში გაწეული შრომისა და მამის შემოქმედებითი მემკვიდრეობისადმი განსაკუთრებული ერთგულებისთვის.

 

მადლობას ვუხდით არაჩვეულებრივ პროფესიონალთა გუნდს, რომელმაც უდიდესი შრომა გასწია გამოცემებზე მუშაობის პროცესში — ვახტანგ კახიძეს, ლიანა ჭონიშვილს, მარიკა ნადარეიშვილს, ლაშა მიროტაძესა და მანანა ჟღენტს.

 

 გვჯერა, რომ ეს გამოცემები მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს ქართული მუსიკალური კულტურის ისტორიაში და იოსებ კეჭაყმაძის უნიკალურ შემოქმედებას კიდევ უფრო ფართო გზას გაუხსნის საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. გრძელდება მუშაობა შემდეგ ტომებზე.

 

ფოტოგრაფი: ევგენი ეფანოვი