ფონდ „აი ია“-სთვის და მთლიანად ჩვენი თემისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულო სიახლე გვაქვს!
ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, კოხლეარული იმპლანტაციის სახელმწიფო პროგრამა ფართოვდება.
რა იცვლება?
ცვლილების შედეგად, 4 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ორმხრივი კოხლეარული იმპლანტაცია სრულად ხელმისაწვდომი ხდება
ეს არის უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯი სმენის დარღვევის მქონე ბავშვების სრულფასოვანი განვითარებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის. ორმხრივი იმპლანტაცია პატარებს აძლევს შესაძლებლობას, კიდევ უფრო მკაფიოდ და სივრცითად აღიქვან სამყაროს ბგერები, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია
მეტყველების სწორი განვითარებისთვის.
2026-06-03
2026-06-01
2026-06-01
2026-05-30
2026-05-28
2026-05-28
2026-05-27
2026-05-27
2026-05-26
2026-05-25