პროექტი, რომელსაც გალობის უნივერსიტეტი უკვე რამდენიმე წელია სამინისტროსთან პარტნიორობით ახორციელებს, მიზნად ისახავს საჯარო სკოლებში ქართული ტრადიციული მუსიკის პოპულარიზაციასა და ახალგაზრდების ჩართვას ეროვნულ მუსიკალურ კულტურაში.
სკოლისგარეშე სახელოვნებო განათლების ხელშეწყობის ქვეპროგრამის „საგუნდო მუსიკის წრეების“ ფარგლებში, სხვადასხვა საჯარო სკოლაში ფუნქციონირებს ხალხური სიმღერისა და საეკლესიო გალობის წრეები, რომლებსაც გალობის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები ხელმძღვანელობენ და მოსწავლეებს ქართული მრავალხმიანობის უნიკალურ სამყაროს აცნობენ.
თბილისის N216 საჯარო სკოლაში მოქმედ გუნდს გალობის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ნატალია ყველიაშვილი ხელმძღვანელობს. საანგარიშო კონცერტზე მოსწავლეებმა ქართული ხალხური სიმღერებისა და საგალობლების მრავალფეროვანი პროგრამა წარადგინეს და მსმენელს კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ ქართული ტრადიციული მუსიკა არა მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილია, არამედ ცოცხალი ტრადიციაა, რომელიც ახალ თაობებში წარმატებით აგრძელებს არსებობას.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების დეპარტამენტის შეფასებისა და პროგრამების დანერგვის სამმართველოს პროგრამის კოორდინატორი სალომე შარაშენიძე, გალობის უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები _ პროექტის მენეჯერი სოფიკო ბერაია და უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი ტატიანა მეგრელიძე.
კონცერტის ფარგლებში მოსწავლეებს საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების X ეროვნულ კონკურსში მიღებული I ხარისხის დიპლომები გადაეცათ.
გალობის უნივერსიტეტი აგრძელებს ახალგაზრდებში ქართული ტრადიციული მუსიკის პოპულარიზაციასა და ეროვნული საგუნდო კულტურის განვითარებას, რაც მომავალი თაობების კულტურული ცნობიერების გაძლიერებასა და ქართული მრავალხმიანობის შენარჩუნებას ემსახურება.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
#გალობისუნივერსიტეტი
2026-06-01
2026-06-01
2026-05-30
2026-05-28
2026-05-28
2026-05-27
2026-05-27
2026-05-26
2026-05-25
2026-05-25