img1


გალობის უნივერსიტეტის პროექტებმა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტები მოიპოვა

„ქართველოლოგიის კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსში“ გამარჯვებული პროექტებია:

  „იელის იადგარი: ნევმირებული ქართული საგალობლების ციფრულ-ანალიტიკური კვლევა“

 „ეთნომუსიკოლოგიის ისტორია საქართველოში“ 

 

 პროექტი „იელის იადგარი: ნევმირებული ქართული საგალობლების ციფრულ-ანალიტიკური კვლევა“ მიზნად ისახავს ქართული საეკლესიო მუსიკის ინტერდისციპლინურ კვლევას ციფრული ჰუმანიტარული მეთოდების გამოყენებით. პროექტი ეფუძნება საერთაშორისო კვლევით გამოცდილებას და ითვალისწინებს ნევმური ნოტაციის კომპიუტერული ანალიზის ინსტრუმენტების გამოყენებას, რაც ქართულ მუსიკოლოგიაში ინოვაციურ მიდგომას წარმოადგენს და ხელს უწყობს ციფრული ჰუმანიტარიის განვითარების პროცესს. პროექტის ავტორი და ხელმძღვანელია გალობის უნივერსიტეტის პრორექტორი, პროფესორი თამარ ჩხეიძე. 

 

 პროექტის „ეთნომუსიკოლოგიის ისტორია საქართველოში“ ფარგლებში პირველად განხორციელდება ეთნომუსიკოლოგიის, როგორც სამეცნიერო დისციპლინისა და მისი განვითარების ისტორიის შესწავლა საქართველოში. კვლევის შედეგების საფუძველზე მომზადდება მონოგრაფია, რომელიც არა მხოლოდ შეაჯამებს ქართული ეთნომუსიკოლოგიის ფორმირებისა და განვითარების ძირითად ეტაპებს, არამედ შექმნის დარგის წყაროთმცოდნეობით ბაზასაც. პროექტის ხელმძღვანელია კულტურის კვლევების დოქტორი, ეთნომუსიკოლოგი სოფიკო კოტრიკაძე. 

 

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

#გალობისუნივერსიტეტი