როგორც იცით, „Marissya“ -ს ღვინოები წარმოდგენილი იყო შვეიცარიაში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ოფიციალურ ღონისძიებაზე, სადაც სტუმრებს მათი დაგემოვნების შესაძლებლობა ჰქონდათ.
პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო შვეიცარიაში საქართველოს საელჩოს იმ ნდობისა და შესაძლებლობისთვის, რომელიც მოგვცა
განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ღონისძიების შემდეგ საელჩოსგან მადლობის წერილიც მივიღეთ, ხოლო “Marissya Wine“ ღონისძიების მხარდამჭერ კომპანიებს შორის ოფიციალურად იყო მოხსენიებული
ძალიან მიხარია ისიც, რომ შვეიცარიაში მოქმედმა კომპანიამ „Geohaus“-მა, რომელიც ქართული ღვინის პოპულარიზაციასა და რეალიზაციაზე მუშაობს, თანამშრომლობის ინტერესი გამოთქვა და უკვე დაიგეგმა შეხვედრა, სადაც სამომავლო შესაძლებლობებს განვიხილავთ
ამავდროულად, აქტიურად ვაგრძელებ მოლაპარაკებებს სხვადასხვა ქვეყანაში ქართული ღვინის ექსპორტისა და „Marissya“ -ს საერთაშორისო ბაზრებზე დამკვიდრების მიმართულებით.
დარწმუნებული ვარ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და წინ კიდევ ბევრი საინტერესო შესაძლებლობა აქვს “Marissya Wine”-ს
აბა ნახეთ, როგორ ამშვენებდა მაგიდებს Marissya
- წერს მარიამ საბიაშვილი
2026-07-16
2026-07-16
2026-07-15
2026-07-13
2026-07-13
2026-07-12
2026-07-10
2026-07-10
2026-07-10
2026-07-09