მეგობრებო! მსურს გაგიზიაროთ რამდენიმე გამორჩეულად დატვირთული და, გადაუჭარბებლად, სიმბოლური დღის შედეგები. ჩატარებული ღონისძიებების სტატუსი კიდევ ერთხელ ამტკიცებს: ჩვენი პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ დღეს არის მთავარი, ავტორიტეტული და ექსკლუზიური ხიდი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში.
ჩემი სამუშაო მარათონი დაიწყო პერმში, სადაც ოფიციალურად ვიყავი მიწვეული ჩემი მეგობრების მიერ „Единая Россия“ დან, როგორც „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ საერთაშორისო მდივანი. ამ მოსმენებზე გამოსვლისას კიდევ ერთხელ მკაფიოდ დავაფიქსირე ჩვენი პოზიცია: მკვდარი დასავლური ფორმატების დრო წარსულს ჩაბარდა. ჩვენ გვჭირდება პირდაპირი დიალოგი თბილისსა და მოსკოვს შორის დიდი ევრაზიის მყარი მშვიდობისთვის.
«Единая Россия» - ს ღონისძიებაზე ჩვენი პარტიის ავტორიტეტის აღიარება თვალსაჩინოდ აჩვენებს, თუ ვისთან არის მოსკოვი რეალურად მზად კონსტრუქციული დიალოგის საწარმოებლად.
პერმის შემდეგ მაშინვე ჩავედი მოსკოვში საერთაშორისო ანტიტერორისტულ და ანტიფაშისტურ ფორუმზე, რომელიც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ ვლადიმერის ძე პუტინის ოფიციალური მისალმებით გაიხსნა. ამ მასშტაბის ღონისძიებაში მონაწილეობა მკაფიო სიგნალია: ჩვენი რეგიონის უსაფრთხოებისა და გეოპოლიტიკური მომავლის საკითხები სწორედ აქ განიხილება და ჩვენი პარტია ამ პროცესში საქართველოს ეროვნულ ინტერესებს წარმოადგენს.
თუ პერმში პარტიას მარტო წარმოვადგენდი, მოსკოვში შემომიერთდნენ ჩემი პარტიის „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ ლიდერები: მიხეილ ჟღენტი, თემურ ფიფია, ირაკლი უბილავა.
ამ ღონისძიების ორგანიზებაში უდიდესი როლი ითამაშა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ს, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან კავშირების კომიტეტმა. ასევე დსთ-ს სტუდენტთა გაერთიანების ხელმძღვანელმა, სოფია ჩაჩიამ. მისი უაქტიურესი ხელშეწყობითა და სახელმწიფო სათათბიროს პროფილური კომიტეტის მხარდაჭერით, ამ მაღალ ფორუმზე ოფიციალურად იყვნენ მიწვეულნი ჩვენი საკვანძო პარტნიორები პოლიტიკური ფლანგიდან: პაატა აბულაძე, დიმიტრი ლორთქიფანიძე, ვასო კაპანაძე, მარიამ ცაავა, ვიქტორ ცაავა.
თითოეული მათგანი სადისკუსიო პლატფორმებზე ძლიერი და არგუმენტირებული სიტყვით გამოვიდა. „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ გარშემო სწრაფად ერთიანდებიან ადამიანები, რომლებსაც გულწრფელად, საქმით და არა ფუჭი სიტყვებით, სურთ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების რეალური მოწესრიგება. ის ფაქტი, რომ ყველა ეს ლიდერი და ექსპერტი მიწვეული იყო ჩვენი პირდაპირი რეკომენდაციით, ხაზს უსვამს ჩვენს მიმართ კოლოსალურ ნდობას რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან.
პარალელურად, ამავე დღეებში მოსკოვში მიმდინარეობდა მასშტაბური ფორუმი „რუსეთის ქართველები“, სადაც პირადად მიმიწვია ჩემმა ძვირფასმა მეგობარმა — რუსეთში ფედერალური ქართული ეროვნულ-კულტურული ავტონომიის თავმჯდომარემ, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან არსებული ინტერეთნიკური ურთიერთობების საბჭოს წევრმა, დავით ცეცხლაძემ. მიუხედავად იმისა, რომ მჭიდრო გრაფიკის გამო დასწრება ვერ შევძელი, დავით ვაჟას ძესთან მუდმივ კავშირზე ვიმყოფებოდი.
მსურს ღრმა მადლიერება და პატივისცემა გამოვხატო ჩვენი დიდი მეგობრის — სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ს, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან კავშირების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, კაზბეკ კუცუკის ძე ტაისაევის მიმართ.
გულწრფელად ვწუხვარ, რომ ამ დონის ღონისძიებებზე, სადაც მომავლის უსაფრთხოების საფუძველი ეყრება, ჩვენი პარტიის დელეგაციისა და ჩვენ მიერ მიწვეული ქართველი პარტნიორების გარდა სხვა არავინ იყო. ზოგიერთები არ იყვნენ მიწვეულნი თავიანთი პოლიტიკური მრწამსის გამო, ხოლო ზოგიერთები საერთოდ დაბლოკილნი არიან რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე.
მივდივართ წინ. მუშაობა გრძელდება!
- წერს მამუკა ფიფია
2026-05-14
2026-05-14
2026-05-14
2026-05-14
2026-05-13
2026-05-13
2026-05-13
2026-05-13
2026-05-12
2026-05-12