აჭარის 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობების პირველი კვარტლის შესრულება 203 421 200 ლარს, გეგმის 104,2% - ს შეადგენს.
შემოსავლების გეგმა 185 236 400 ლარით განისაზღვრა, ფაქტიურმა შესრულებამ 202 912 400 ლარი, 109,5% შეადგინა.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ედნარ ნატარიძემ აჭარის 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების ანგარიში, აჭარის უმაღლეს საბჭოს წარუდგინა. მინისტრმა ბიუჯეტის პარამეტრებზე ისაუბრა და დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის 2026 წლის I კვარტლის შემოსავლების უდიდესი ნაწილი, საერთო შემოსავლების 97,9 პროცენტი გადასახადებზე მოდის, რომელიც მხოლოდ საშემოსავლო გადასახადს მოიცავს. საშემოსავლო გადასახადის ფაქტიურმა შესრულებამ 198 584 200 ლარი, გეგმის 109,1% შეადგინა.
2026-05-14
2026-05-13
2026-05-13
2026-05-13
2026-05-13
2026-05-12
2026-05-12
2026-05-12
2026-05-11
2026-05-11