ქალბატონი ვიკას საქმიანობა ჯერ კიდევ ოთხმოციანი წლებიდან იწყება — იმ პერიოდში, როდესაც საზოგადოებაში არასამთავრობო და საქველმოქმედო საქმიანობის მნიშვნელობა ჯერ კიდევ ფართოდ ცნობილი არ იყო. მან, როგორც ძლიერმა და მიზანდასახულმა ქალმა, დედამ და საზოგადოებისთვის თავდადებულმა ადამიანმა, დიდი წვლილი შეიტანა ქალთა უფლებების დაცვის მიმართულებით, ასევე სოციალური სასადილოების შექმნასა და განვითარებაში.
წლების განმავლობაში ქალბატონმა ვიკამ მეგობრებთან და თანამოაზრეებთან ერთად დახმარების ხელი გაუწოდა უამრავ გაჭირვებულ, სოციალურად დაუცველ და მხარდაჭერის საჭიროების მქონე ადამიანს. მისი საქმიანობა მხოლოდ ქველმოქმედება არ არის — ეს არის ადამიანების სიყვარულზე, თანადგომასა და ღირსების დაცვაზე დაფუძნებული დიდი გზა.
მინდა საჯაროდ განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ვიკა მიქავა იმ მძიმე, ტკივილიანი და უძილო წლებისთვის, რომელიც საზოგადოებას და გაჭირვებულ ადამიანებს მიუძღვნა. ბევრმა არ იცის, რამდენი უძილო ღამე, რამდენი ემოციური ტკივილი და პირადი ცხოვრების დათმობა დგას მისი საქმიანობის უკან. დედამ, რომელმაც საკუთარი ცხოვრება ხშირად გვერდზე გადადო, რათა სხვებისთვის დახმარების ხელი გაეწოდებინა.
ეს არის ქალი, რომელმაც სხვისი ტკივილი საკუთარ ტკივილად მიიღო და დღემდე იზიარებს ადამიანების სირთულეებს გულწრფელად და ადამიანურად. შეუძლებელია არ დავაფასოთ ასეთი ადამიანი — როგორც ქალი, როგორც დედა, როგორც ბებია და როგორც ჩვენი ისტორიული წარსულის ღირსეული მაგალითი.
ვიკა მიქავა არის თითოეული ჩვენგანის მოსიყვარულე, უბრალო და დიდი გულის მქონე ქალბატონი, რომელმაც მრავალი ადამიანის გულში სიკეთის კვალი დატოვა.
გვემაყებით, ქალბატონო ვიკა.
გულწრფელი პატივისცემა და მადლობა თქვენ თქვენი უდიდესი ადამიანობისთვის, სიკეთისთვის და იმ სიყვარულისთვის, რომელსაც წლების განმავლობაში უანგაროდ ჩუქნით საზოგადოებას.
პატივისცემით
არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველო ,,კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრი" ხელმძღვანელი მერაბ ღოღობერიძე
2026-05-14
2026-05-13
2026-05-13
2026-05-13
2026-05-13
2026-05-12
2026-05-12
2026-05-12
2026-05-11
2026-05-11